მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების შემტევი ტომას მიულერი მიიჩნევს, რომ “ოქროს ბურთს” მანუელ ნოიერი იმსახურებს და არა პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ.
“თუ “ოქროს ბურთს” რონალდუ მოიგებს, ეს მოსაწყენი იქნება და ამ არჩევანთან დაკავშირებით არაერთი კითხვა გაჩნდება.
მანუელ ნოიერი კანდიდატთა შორის იმიტომაა, რომ მან მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.
ჩემის აზრით, ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა არიენ რობენსაც. გარდა ამისა, ამ ჯილდოსთვის ბრძოლას არაერთი გერმანელი ფეხბურთელი იმსახურებდა.
რაც შემეხება მე, ასეთი აღიარებები არ მჭირდება. საკუთარი თავი გუნდურ ფეხბურთელად მიმაჩნია.” – აცხადებს მიულერი.