“მანჩესტერ იუნაიტედის” საკუთრებაში მყოფი ხავიერ ერნანდესის სურვილი ინგლისურ კლუბთან სამომავლო ურთიერთობის გარკვევაა. როგორც “დეილი ექსპრესთან” საუბარში აღნიშნა მექსიკელმა, სეზონის ბოლოს შესაძლოა ვერ მოხვდეს მანჩესტერელთა ჰოლანდიელი მწვრთნელის, ლუის ვან გაალის სამოქმედო გეგმაში.
“არ ვიცი რა მოხდება ზაფხულში. როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, მჭირდება გარანტიები, რადგან იმ დროისთვის 27 წლის ვიქნები, როცა რეგულარული თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. შემდეგი სეზონის სტარტამდე დამჭირდება გარკვეული სახის გარანტია, კლუბისთვის საჭირო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი” – განაცხადა ჩიჩარიტომ.
მექსიკელი ფეხბურთელი 2010 წელს “გვადალახარადან” სერ ალექს ფერგიუსონის მოთხოვნით შეიძინა “მანჩესტერმა,” თუმცა პოტენციალის არასრულად გამოვლენის გამო გასული სეზონის შემდეგ მადრიდის “რეალში” გაანათხოვეს.