რაგბი

19:04 | 2.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

დუბაის ტურნირი: 7 კაცა – ახალგაზრდობის გამოსაცდელად, 7-ქალა კი ლიტვისთვის ემზადება

4, 5 და 6 დეკემბერს დუბაიში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ოლიმპიური (7-კაცა) რაგბის კაცთა და ქალთა მსოფლიო სერიის ეტაპები გაიმართება.

ამათ პარალერულად “ზი სევენსის” კომპლექსში ჩატარდება სხვა საერთაშორისო ტურნირებიც, რომლებზეც სტუმართმოყვარე მასპინძლები ნაკრებებსა და კლუბებს მთელი მსოფლიოდან იწვევენ.

საქართველოს 7-კაცა დუბაის ტურნირში ყოველ წელს მონაწილეობს, 7-ქალა კი მეორედ ახლაღა იასპარეზებს. ორივე ნაკრების სამწვრთნელო შტაბი დუბაის შეჯიბრს ევროპის საგაისო სერიისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავს.

წლეულს, დუბაიში კაცთა ნაკრებში რამოდენიმე ახალ მოთამაშეს ვიხილავთ. მათ, მწვრთნელ კახა ალანიას განცხადებით, საქართველოს 7-კაცაზე გამოიჩინეს თავი.

“ამ ტურნირზე მსურს ახალგაზრდა ბიჭების გასინჯვა, რათა მათ ევროპის სერიისა და ოლიმპიადის შესარჩევისთვის საერთაშორისო გამოცდილება მიიღონ. დუბაიში გამოცდილი შვიდკაცელებისა და ახალგაზრდათა ნაზავით მივემგზავრებით”, – განაცხადა ალანიამ.

კახამ ასევე დასძინა: :მსგავსი არა-სერიული ტურნირები საქმეში ახალგაზრდათა სანახავად საუკეთესო საშუალებაა. დუბაიში დაგროვებული გამოცდილება მათ კლუბსა თუ შესაბამის ასაკობრივ ნაკრებში გამოადგებათ“.

სამწვრთნელო შტაბი გეგმავდა მურაზ გიორგაძისა და გიორგი აფციაურის წაყვანასაც, მაგრამ ესენი მცირე ტრავმების შემდგომ რეაბილიტაციის კურსს გადიან და არაბეთში ვეღარ გაემგზავრებიან.

ქალთა მთავარი მწვრთნელის ჯაბა მალაღურაძის თქმით, დუბაის ტურნირი გუნდისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან კაცთა ნაკრებისგან განსხვავებით, გოგონები წლის განმავლობაში უფრო ნაკლებ ტურნირში მონაწილეობენ.

ჩვენი ქალები “რაგბი ევროპის” დონით მეორე, “ა” დივიზიონში ასპარეზობენ და მსოფლიო სერიის შესარჩევში მოსახვედრად ჯერ ევროპის 12-გუნდა ელიტაში უნდა აღზევდნენ. გაისად ევროპის პირველობის ჩვენი ტურნირი 30-31 მაისს, კაუნასში (ლიტვა) გაიმართება.

დუბაის რაზმები

საქართველოს 7-კაცა

1 თორნიკე თეგეთაშვილი (ხარები), 2 ანზორ სიჭინავა (აკადემია), 3 ლევან კალანდარიშვილი (აკადემია), 4 სოსო მათიაშვილი (აკადემია), 5 დავით გულიტაშვილი (ხარები), 6 ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი), 7 ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი), 8 გოდერძი ჭინჭარაული (ლოკომოტივი), 9 გიორგი ბიწაძე (ლოკომოტივი), 10 ბექა ბებიაშვილი (ხარები), 11 გიორგი ბაბუნაშვილი (აია), 12 გიორგი ფრუიძე (აია).

სამწვრთნელო შტაბი: კახა ალანია - მთავარი მწვრთნელი, ზაზა ლეჟავა - მწვრთნელი, ნონო ანდღულაძე - მენეჯერი, ვახტანგ წიკლაური - ექიმი, სანდრო ჭეიშვილი - ვიდეო ანალიტიკოსი.

საქართველოს 7-ქალა

1 ანა პოღოსიანი, 2 ქრისტინე გვაზავა, 3 ბელა გოგსაძე, 4 ანა ანდღულაძე, 5 ნინო ელოშვილი, 6 ნათია ცინცქილაძე, 7 სალომე საღარაძე, 8 ნათია გიორგაძე, 9 სალომე მაკასარაშვილი, 10 ანა კვაჭაძე, 11 ქეთევან მოდებაძე, 12 მარეხ მაისურაძე.

სამწვრთნელო შტაბი: ჯაბა მალაღურაძე – მთავარი მწვრთნელი, ია ხურცილავა – მენეჯერი.

კაცთა განრიგი >>>

ქალთა განრიგი >>>

www.rugby.ge

0.145542