ფეხბურთი

18:46 | 2.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე გუნდით კმაყოფილია

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე აღიარებს, რომ მის გუნდს უფრო კარგად თამაში შეუძლია, მაგრამ 44 წლის სპეციალისტი კატალონიელთა ამჟამინდელი მდგომარეობით მაინც კმაყოფილია.

“სეზონის ბოლოს ვნახავთ, სწორი მიმართულებით მიმყავს თუ არა გუნდი. ამ სამუშაოსთვის 5 წლის განმავლობაში ვემზადებოდი და ახლა ჩემი ჯერია, “ბარსას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ძალები მოვსინჯო.

ვაღიარებ, რომ უკეთ მუშაობაც შეიძლებოდა. თუმცა, შესაძლებელი იყო მოვლენები უფრო უარესად განვითარებულიყო. “ბარსელონას” თამაშის გაუმჯობესება შეუძლია, მაგრამ ამჟამინდელი გუნდი მაინც მომწონს.” – აცხადებს ლუის ენრიკე.

0.114828