ამსტერდამის “აიაქსის” მეკარემ, იასპერ სილესენმა ჰოლანდიურ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
25 წლის მეკარესა და “აიაქსს” შორის მოქმედი ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ ცნობები აქამდეც ვრცელდებოდა. დღეს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ 2016 წლამდე მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე გახანგრძლივდა.
იასპერ სილესენი “აიაქსში” 2011 წლიდან თამაშობს. ამსტერდამელთა მაისური მან 65-ჯერ მოირგო.