ფეხბურთი

18:04 | 2.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჟინიაკს ინტერში თამაში სურს

მარსელის “ოლიმპიკის” ფორვარდმა ანდრე-პიერ ჟინიაკმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა “ინტერში” გააგრძელოს კარიერა. ამ თემაზე იტალიელი ჟურნალისტები 28 წლის მოთამაშეს ესაუბრნენ.

“ბავშვობაში ჩემი ოცნება “მარსელში” თამაში იყო, მაგრამ დღეს სხვაგვარად ვფიქრობ. სეზონის ბოლოს მსურს დავტოვო კლუბი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარსელო ბიელსას მიზნების განხორციელებისთვის არ ვიბრძოლებ”, – აღნიშნა ფეხბურთელმა.

“მილანური კლუბის მხრიდან დაინტერესება მნიშვნელოვანია. თვალს ვადევნებ რუსეთისა და თურქეთის ჩემპიონატებს, ასევე ტოპ-ლიგების შეხვედრებს და იტალიური ფეხბურთის ცქერით ყველაზე დიდი სიამოვნებას ვიღებ. იტალიური საფეხბურთო კულტურა ჩემთან ყველაზე ახლოს დგას”, – დასძინა ფრანგმა.

ჟინიაკი კარიერის საწყის პერიოდში “ლორიენსა” და “ტულუზაში” თამაშობდა, ხოლო 2010 წლიდან “მარსელი” ფეხბურთელია და კლუბის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.

0.129422