საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების წევრი გოგიტა არქანია WKF-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
გერმანიის ქალაქ ბრემენში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც 120 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, 84 კგ-ში მოასპარეზე გოგიტა არქანიამ წარმატებული ბრძოლები ჩაატარა, ფინალში კი იაპონიის წარმომადგენელი რიუტარო არაგა 4:1 დაამარცხა.
ამ წონაში ბრინჯაოს მედლები თურქმა და ეგვიპტელმა სპორტსმენებმა მოიპოვეს, სულ კი მედლები 5 წონით კატეგორიაში გათამაშდა. საქართველოს ნაკრებმა ამ შედეგით საერთო ჩათვლაში მე-7 ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ არქანია პირველი ქართველი კარატისტია, რომელიც WKF-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონი გახდა. საქართველოს კარატეს ნაკრები, ფედერაციის პრეზიდენტ კახა ბასილიასთან ერთად თბილისში 10 ნოემბერს გამთენიას სტამბული-თბილისის რეისით ჩამოფრინდა.
სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პორესსამსახური
უყურეთ 26-ე წუთიდან
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია