ჭადრაკი

16:55 | 2.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძემ ფიდე-ს რეიტინგში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა

ფიდე-ს მიერ განახლებულ რეიტინგში საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2570) წინსვლა განიცადა და მე-4 ადგილზე იმყოფება.

ქალების მოწინავე ათეული სრულად ასე გამოიყურება: იუდით პოლგარი (უნგრეთი, 2675), ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2673), ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2581), ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2570), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2568), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2545), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2541), კატერინა ლაჰნო (რუსეთი, 2530), მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2529), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2525).

საუკეთესო ასეულში შემდეგი ქართველი მოჭადრაკეები იმყოფებიან: 16. ბელა ხოტენაშვილი (2504), 18. ლელა ჯავახიშვილი (2493), 28. სალომე მელია (2473), 39. ნინო ხურციძე (2451), 42. ნინო ბაციაშვილი (2442), 80. სოფიკო გურამიშვილი (2388), 94. მერი არაბიძე (2366) და 96. მაია ლომინეიშვილი (2364).

ვაჟებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი ნორვეგიელ მაგნუს კარლსენს (2862) გააჩნია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დამაჯერებლად შეინარჩუნა. ათეული ასეთია: მაგნუს კარლსენი, ფაბიო კარუანა (იტალია, 2829), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2810), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2800), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2797), ვიშვანჰათან ანანდი (ინდოეთი, 2793), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2775), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2773), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2769), ანიშ გირი (ჰოლანდია).

მოწინავე ასეულში ქართველთაგან მხოლოდ ბაადურ ჯობავა (2733) იმყოფება, რომელმაც წინსვლა განიცადა და 21-ე ადგილზე გახლავთ.

გოგონათა რეიტინგში მერი არაბიძე (2366) მეცამეტეა, ნატო იმნაძე (2251) – 37-ე, ხოლო მარიამ დანელია (2250) – 38-ე.

0.116269