“კლივლენდ კავალიერსის” და “ლოს ანჟელეს კლიპერსის” კალათბურთელები – ლებრონ ჯეიმსი და ბლეიკ გრიფინი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ და დასავლეთს კონფერენციების გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად აღიარეს.
ჯეიმსის დახმარებით, “კავალიერსმა” კვირის სამივე მატჩი მოიგო. ლებრონის საშუალო მონაგარი 25.7 ქულა, 8.7 პასი, 5.3 მოხსნა და 2.3 ჩაჭრა გახლდათ. ყველა – ოთხივე თამაშში იმარჯვა “კლიპერსმა”, გრიფინი კი საშუალოდ 23.8 ქულას, 9.8 მოხსნას და 5.0 პასს აგროვებდა.
კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზია ჯეფ ტიგს (“ატლანტა”), ჯიმი ბატლერს (“ჩიკაგო”), ტაისონ ჩენდლერს (“დალასი”), სტივენ კარის (“გოლდენ სტეიტი”), ჯეიმს ჰარდენს (“ჰიუსტონი”), კრის პოლს (“კლიპერსი”), მარკ გასოლს (“მემფისი”), კრის ბოშს (“მაიამი”) და უესლი მეტიუზს (“პორტლენდი”) ჰქონდათ.