კალათბურთი

16:14 | 2.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კეისი და იოერგერი გამოარჩიეს

“ტორონტო რეპტორზის” და “მემფის გრიზლისის” თავკაცები დუეინ კეისი და დეივ იოერგერი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციაში, ოქტომბრის და ნოემბრის, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო მწვრთნელებად დაასახელეს.

კეისის წინამძღოლობით, ტორონტოელებმა აღმოსავლეთში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირეს – 13 მოგება და 4 მარცხი. იოერგერმა კი მემფისელებს 17-დან 15 თამაში მოაგებინა. აღნიშნულის დახმარებით, “გრიზლისს” ლიგაში პირველი ადგილი უკავია.

გასული თვეების საუკეთესო მწვრთნელის ტიტულზე პრეტენზიას მაიკ ბუდენხოლცერი (“ატლანტა”), ტომ ტიბოდო (“ჩიკაგო”), რიკ კარლაილი (“დალასი”), სტივ კერი (“გოლდენ სტეიტი”), კევინ მაკჰეილი (“ჰიუსტონი”), დოკ რივერსი (“კლიპერსი”), ჯეისონ კიდი (“მილუოკი”), ტერი სტოტსი (“პორტლენდი”), გრეგ პოპოვიჩი (“სან ანტონიო”) და რენდი უიტმანი (“ვაშინგტონი”) აცხადებდნენ.

0.112923