ამირან სანაია საფრანგეთის საფეხბურთო ლიგა 2-ის (პირველი ლიგა) ერთ-ერთი აუტსაიდერ “შატორუში” ისინჯება. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი lanouvellerepublique.fr-ი იუწყება.
ქართველი მარცხენა მცველი “შატორუს” ორშაბათ დილას შეუერთდა და სინჯებზე ხუთშაბათამდე დარჩება. გუნდის მთავარი მწვრთნელის პასკალ გასტიენის თქმით, გუნდს უკანა ხაზის გაძლიერება სჭირდება და სანაიაც ამიტომ მიიწვიეს.
25 წლის ფეხბურთელს საფრანგეთში “ლე-მანში”, “ბასტიასა” და “ლუზენაკში” უთამაშია. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 6 მატჩი ჩაუტარებია. გასულ სეზონში, ის “ლუზენაკთან” ერთად ნაციონალ ლიგიდან (მე-3 ლიგა) ლიგა 2-ში აღზევდა, მაგრამ კლუბს, რომლის დირექტორიც ფაბიენ ბარტეზია, შესაბამისი ინფრაქტრუქტურის არქონის გამო, ზედა ლიგაში თამაშის ნება არ დართეს.
“რაც მოხდა სირცხვილია, რადგან ზედა ლიგის საგზური ლამაზად მოვიპოვეთ. ლიგა 2-ში ადგილის შესანარჩუნებლად სასამართლოშიც ვიბრძოლეთ. ამის შემდეგ ახალი გუნდის პოვნა უკვე გვიან იყო და დღემდე უმუშევარი ვარ. ფორმაში უნდა შევიდე და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება” – იუწყება ლანოუველლერეპუბლიქუე.ფრ-ი სანაიას სიტყვებს, რომელიც “შატორუს” ვარიანტის გამოჩენის შემდეგ, ხსენებულ კლუბში სინჯებზე დაუფიქრებლად დათანხმდა.
“შატორუს” 16 ტურის მერე 14 ქულა აქვს და 20 გუნდში მე-18 ადგილზეა.