"ლიდს იუნაიტედის" და "დერბი ქაუნთის" დაპირისპირების დროს ინგლისის ჩემპიონშიფის მე-19 ტურის მატჩში ერთობ სასაცილო სიმულაციას ჰქონდა ადგილი. ერთ-ერთი სათამაშო ეპიზოდის დროს შოტლანდიელი ჯონი რასელი ბრაზილიელ ადრიანს ფეხებში უხეშად ჩაუვარდა და წითელ ბარათსაც იმსახურებდა, თუმცა ყურადღება ბრაზილიელმა შემტევმა დაიმსახურა.
"ახალ ზიკოდ" მიჩნეულმა 20 წლის ფეხბურთელმა მართალია ფეხებში დარტყმა მიიღო, მაგრამ შემდეგ მან სასაცილო სიმულაციას მიმართა. მისი ქმედება ჰიპ-ჰოპის მოცეკვავეებსას შეშურდებოდათ. შეიძლება ითქვას ბრაზილიური "ფლამენგოდან" "ლიდსში" განათხოვრებული ფეხბურთელის ქმედება 2014 წლის საუკეთესო სიმულაციად ჩავთვალოთ. თქვენ თავად შეგიძლიათ ნახოთ ადრიანის უცნაური რეაქცია და შეაფასოთ