ფეხბურთი

13:40 | 2.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

გარი მონქი: "ბონი "სუონსის" მხოლოდ ასტრონომიული ფასის სანაცვლოდ დატოვებს"

პრემიერლიგის მონაწილე უელსური კლუბის "სუონსის" თავკაცი გარი მონქი აცხადებს, რომ კოტდივუარის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გუნდს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ კლუბი მის სანაცვლოდ ძალიან დიდ შეთავაზებას მიიღებს.

25 წლის ფეხბურთელი, რომელიც ერთი პერიოდი არნემის "ვიტესში" ქართველი ლეგიონერების თანაგუნდელი იყო, პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 6 გოლით "სუონსის" საუკეთესო ბომბარდირია.

"ბონი "სუონსის" მხოლოდ ასტრონომიული ფასის სანაცვლოდ დატოვებს. ჩვენ მას არ ვყიდით და კლუბს მისი გასხვისება არც სჭირდება", - განაცხადა მონქმა.

ლონდონის "არსენალი", "ტოტენჰემი" და "ლივერპული" ბონის თამაშს აკვირდება და მზად არიან ფეხბურთელი შეიძინონ. ცენტრალურმა ფორვარდმა ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 13 მატჩი ჩაატარა და 6 გატანილ გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი. კოტდივუარელს უელსელებთან კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს.

0.103674