პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში მოასპარეზე “ჟილ ვისენტეს” ქართველი ნახევარმცველი ავთო ებრალიძე სამ თანაგუნდელთან ევალდოსთან, პაულინიოსთან და გლედსტოუნთან ერთად ერთ-ერთ სკოლას ეწვია. მათ თან საფეხბურთო კლუბ “ჟილ ვისენტეს” პრეზიდენტი ანტონიო ფიუზა ახლდათ. ფეხბურთელებმა ბავშვებს მაისურები და ავტოგრაფები დაურიგეს, ასევე, მომავალ თამაშზე მიიწვიეს. ვინაიდან სკოლა ქალაქ ბარსელუშიდან შორსაა, ფიუზა ბავშვებს შეპირდა, რომ ავტობუსს გამოჰყოფდა, რათა ისინი “ჟილ ვისენტეს” ვარჯიშს დაესწრონ.
23 წლის ებრალიძე “ჟილ ვისენტეში” მეორე სეზონს ატარებს, მაგრამ პირველთან შედარებით ნაკლები სათამაშო პრაქტიკა აქვს. მან სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ჯერჯერობით პორტუგალიის პრიმეირა დივიზიონში მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა.