ფეხბურთი

11:59 | 2.12.2014 | ნანახია 701 - ჯერ

გულშემატკივრებმა აგუერო წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

ინგლისის “მანჩესტერ სიტის” არგენტინელმა თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ საფეხბურთო ასოციაციის გულშემატკივრებისგან წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზი მიიღო.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 26 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 13 მატჩში 12 გატანილი გოლია. არგენტინელი საუკეთესო ფორმაშია და ყველა ტურნირში კარგ თამაშს აჩვენებს.

“ამ ჯილდოს მიღება ჩემთვის უდიდესი პატივია”, - დაწერა აგუერომ საკუთარ “თვითერზე”.

შეგახსენებთ, რომ შარშან ეს პრიზი ლუის სუარესმა მიიღო, რომელიც იმხანად “ლივერპულში” თამაშობდა, ახლა კი, “ბარსელონას” ღირსებას იცავს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:27 | 24.06.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

ეს მედალი ყველაზე მეტად მიხარია, ვულოცავ ოჯახს.
ამიერიდან ტყვიის სროლის ტურნირებზე ჩვენი "სპეცნაზელებიც" გავუშვათ - მაგრად კი უმიზნებენ ეგ ნა***ზრები.

0.063771
701