ფეხბურთი

11:22 | 2.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაიმონდისთვის სეზონი დასრულდა

იტალიური “ატალანტას” ნახევარმცველი კრისტიან რაიმონდი ჯვარედინი მყესების ტრავმის გამო სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 33 წლის ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი მყესი დაიზიანა და გამოსაჯანმრთელებლად ქირურგიული ჩარევა დაჭირდება.

რაიმონდმა დაზიანება შაბათს, “ემპოლისთან” 0:0 დასრულებულ შეხვედრაში მიიღო. სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 6 მატჩში მან ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.132543