ფეხბურთი

10:36 | 2.12.2014 | ნანახია 1365 - ჯერ

ლამპარდის ბედი “რომაზე” ჰკიდია

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი გუნდში იმ შემთხვევაში დარჩება, თუ ინგლისის მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გავა.

36 წლის ფეხბურთელსა და კლუბს შორის გაფორმებულ კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც განათხოვრების შეთანხმება შესაძლოა სეზონის ბოლომდე გაგრძელდეს. თჰე თელეგრაპჰ-ის ცნობით, ლამპარდი “სიტიში” იმ შემთხვევაში დარჩება, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გავა, მისი საგზური კი 10 დეკემბერს, “რომასთან” მატჩში გათამაშდება.

რადგან ზამთარში გუნდის საკვანძო ფიგურა იაია ტურე აფრიკის თასზე მიემგზავრება, ამ ტურნირის ჩატარების პერიოდში ინგლისურ კლუბს მის შესაცვლელად გამოცდილი ფეხბურთელი დასჭირდება, თუმცა, თუ “სიტი” ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშება, მაშინ შესაძლოა ტურესა და ლამპარდის გარეშეც გავიდეს ფონს. პელეგრინის განკარგულებაში ფერნანდინიო, ფერნანდო, მილნერი და დემიკელისი იქნებიან და არცთუ გადატვირთული კალენდარის ფონზე, დამატებითი მოთამაშის არსებობა აზრს დაკარგავს.

მიმდინარე სეზონში ლამპარდმა მანჩესტერული კლუბის მაისურით 11 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:00 | 02.12.2014
majlajuna (1024)

მაგ ჯგუფში ორივე ორიანია და რომა ევროპა ლიგაზეც კი ვერ გადავა

12:52 | 02.12.2014
GreeNsTreet (6426)

ჰეთრიკს გააკეთებს ლამპარდი რომში ში.გ სტადიო ოლიმპიკოზე ! :დ

12:33 | 02.12.2014
xavi1987 (4225)

ამ სტატიის სათაურის ავტორს ბანი არ უნდა მისცენ?

12:32 | 02.12.2014
RMA FANS (3925)

აა ძმაო სათაური

12:20 | 02.12.2014
Tifoz Di MALDINI (18767)

12:11 | 02.12.2014
ficxela10 (4839)

აი სათაური..

12:06 | 02.12.2014
silva (3725)

ლამპარდ შენ თუ სტემფორდბრიჯზე არ ტენო შენ იყო ჟოზე

11:57 | 02.12.2014
shakooo7 (2507)

ლამპარდის ბედი "რომაზე" კიდია
მაგრამ "რომას" ეს ცოცარზე კიდია

11:50 | 02.12.2014
kobe bryant24 (4850)

რომას სად კიდია ისიც დაწერეთ ბარემ

11:41 | 02.12.2014
BEERTRANCE (97819)

სათაურია .... DDDDDDDDDDDDDDDDD

10:43 | 02.12.2014
ilari22 (679)

francesco modis,cverebi kidia,lampardis bedi chuchuze kidia.forza romaaა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.115978
სარეკლამო ადგილი - 99
X x X