ყაზანის “უნიკსის” ქართველი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე, 8 დეკემბერს, ვთბ-ლიგაში, მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-სთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. აღნიშნულის მიზეზი სავიზო პრობლემებია. აი, რა განუცხადა სანიკიძემ რუსულ პრესას.
“სამწუხაროდ, ცსკა-სთან ვერ ვითამაშებ. ვიზას ვადა გაუვიდა, რუსეთში ახალს ვერ ავიღებ და ამისთვის, საქართველოში უნდა წავიდე. სამშაბათს გუნდთან ერთად იტალიაში მივფრინავ, სადაც “დინამო სასარისთან” ევროლიგის მატჩი გველის, იქიდან კი, პირდაპირ საქართველოში გავემგზავრები. სხვა საქმეა, რომ იქ საკონსულო უქმეებზე არ მუშაობს, ამდენად, ორშაბათამდე გუნდში დაბრუნება არ შემეძლება”.