ფეხბურთი

22:09 | 1.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძე ნაკრებში სამუშაოდ მზადაა

ბაქოს “ინტერის” მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე მზადაა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უახლოეს ორ შეხვედრაში უხელფასოდ გაუძღვეს.

აღნიშნული ინფორმაცია ცხადაძემ დაადასტურა და "კურიერთან" საუბრისას განაცხადა, რომ მზადაა “ჯვაროსნები” მარტში გამასართ შეხვედრებში სრულიად უსასყიდლოდ დამოძღვროს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მარტში მალტასა (ამხანაგური მატჩი) და გერმანიას (ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი) ეთამაშება.

46 წლის სპეციალისტი ბაქოს “ინტერში” 2009 წლიდან მუშაობს.

0.113334