ფეხბურთი

22:24 | 1.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულის მე-14 ტური.“დინამო” – “გურია”: ვითომ მოულოდნელი მარცხი?

ტურის ყველაზე მოულოდნელი ამბავი კვირის გვიან მატჩში მოხდა – ლიდერმა თბილისის “დინამომ” “გურიას” უმასპინძლადა 1:2 დამარცხდა. თუმცა, სიტყვა “მოულოდნელი,” ალბათ ცოტა გადაჭარბებულია. თუ “დინამოს” ახლანდელ ახალგაზრდულ შემადგენლობას გადავხედავთ, გასაკვირი არ უნდა იყოს ეს ერთგვარი არასტაბილურობა. აკი, თქვა კიდეც შეხვედრისშემდეგ დინამოელთა დამრიგებელმა, კახი გოგიჩაიშვილმა: მიჯრით ჩატარებული მატჩების კვალად ძალების აღდგენა ვერ მოვახერხეთო.

ბოლო დროს ჭაბუკ დინამოელებს შინ უჭირთ. ჯერ ბათუმის “დინამოსთან” დამარცხდნენ, რამდენიმე დღის წინათ თასის მატჩში “შუქურასთანაც” აგებდნენ, მაგრამ ბოლო წუთებში ივარგეს და სამი გოლი გაუტანეს. ამჯერად კი თამაშის შემოტრიალება ვეღარ შეძლეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ლანჩხუთელები თბილისელთათვის ტრადიციულად

უხერხული მეტოქეებიც არიან, სათქმელიც ბევრი აღარაფერი იქნება. ახლა “დინამო” უახლოეს მდევარ “დილას” მხოლოდ ორი ქულითღა უსწრებს. გორელების სასახელოდ კი უნდა ითქვას, რომ ფინანსური პრობლემების მიუხედავად, მოტივაცია მაინც არ დაკარგეს. ახალგაზრდა სპეციალისტმა, უჩა სოსიაშვილმა მებრძოლი, შეკრული გუნდი ჩამოაყალიბა და შედეგიც სახეზეა. ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასასრულამდე ერთი ტური დარჩა და არაა გამორიცხული, გორელებმა ის პირველ ადგილზე დაასრულონ. კიდევ ერთი სიახლე ის იყო, რომ “დილას” “თენგიზ ბურჯანაძის” სტადიონს სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა და გორელებს თავისუფლად შეეძლოთ მატჩზე დასწრება.

იმერულ დერბიში “სამტრედიამ” “ჩიხურას” 3:1 მოუგო და მესამე ადგილზე დაბრუნდა, თუმცა “სპარტაკს,” რომელმაც რუსთავში “მეტალურგთან” ფრედ 1:1 ითამაშა, ოდენ ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებს.

“ზესტაფონი” კი ოთხი დღის წინათ ქვეყნის თასის გათამაშებიდან გავარდა, თან “ჩიხურასთან” შინ წააგო და საკუთარი მაყურებლის წინაშე, წესით, გაორმაგებული ენერგიით უნდა ეთამაშა, მაგრამ ბათუმელებმა ტაქტიკურად აჯობეს. საერთოდ, ზღვისპირელები ბოლო დროს ხმაურიან გამარჯვებებს შეეჩვივნენ. გავიხსენოთ, 6 ნოემბერს როგორ დაამარცხეს ლიდერი “დინამო” თავისსავე “დინამო არენაზე.” საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დროს არსებობდა ასეთი პრიზი - “ავტორიტეტთა რისხვა,” მსგავსი ახლაც რომ იყოს, მას უთუოდ ბათუმელები მიიღებდნენ. მარგველები კი ჩემპიონატში ცხრამატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ დამარცხდნენ, თუმცა ამ ცხრიდან ექვსი ფრე იყო.

სამტრედია - ჩიხურა (საჩხერე) 3:1 (0:0)

გოლი: 1:0 თორნიკე გორგიაშვილი (67), 1:1 ზვიად სიხარულია (78), 2:1, 3:1 ილია კერძევაძე (79, 83)

ზესტაფონიდინამო (ბათუმი) 2:4 (1:3)

გოლები: 0:1 თეიმურაზ შონია (18), 1:1 გიორგი ილურიძე (25), 1:2 დიმიტრი ტატანაშვილი (39), 1:3 გელა გოგიტიძე (43), 1:4 გიორგი ბერიაშვილი (68), 2:4 გიორგი ბერიაშვილი (68)

სიონი (ბოლნისი) – ზუგდიდი 0:0

შუქურა (ქობულეთი) – ტორპედო (ქუთაისი) 2:1 (0:0)

გოლი: 1:0 დავით ხოჭოლავა (52), 1:1 გოგა ფიფია (66), 2:1 ზაზა ტუღუში (82)

მეტალურგი (რუსთავი) – სპარტაკი (ცხინვალი) 1:1 (1:0)

გოლი: 1:0 დაჩი ცნობილაძე (3), 1:1 გიორგი კაჭკაჭიშვილი (86)

კოლხეთი (ფოთი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 დათა სიჭინავა (52), 2:0 შოთა ჯიქია (59), 2:1 ლევან კუხალაშვილი (67)

გაძევება: ლუკა გეგუჩია (90, ორი ყვითელი)

დილა (გორი) – მერანი (მარტვილი) 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 რომან ახალკაცი (7)

დინამო (თბილისი) – გურია (ლანჩხუთი) 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 ალექსანდრე კოშკაძე (42), 1:1 ლაშა შერგელაშვილი (44), 1:2 კობა შალამბერიძე (46)

მე-15 ტური.

6 დეკემბერი: მერანი – სამტრედია, სპარტაკი – კოლხეთი, დინამო (ბთ) – შუქურა

7 დეკემბერი: ვიტ ჯორჯია - დილა, ტორპედო – მეტალურგი, ზუგდიდი – ზესტაფონი, გურია – სიონი, ჩიხურა – დინამო (თბ)


1.
დინამო (თბილისი) 14 9 2 3 26:12 29
2. დილა 14 8 3 3 20:11 27
3. სამტრედია 14 7 3 4 17:11 24
4. სპარტაკი 14 7 3 4 14:19 24
5. დინამო (ბათუმი) 14 7 2 5 17:14 23
6. მეტალურგი 14 5 5 4 18:15 20
7. მერანი 14 5 4 5 11:10 19
8. ჩიხურა 14 5 4 5 16:17 19
9. ზესტაფონი 14 4 6 4 29:22 18
10. გურია 14 4 6 4 16:23 18
11. შუქურა 14 4 5 5 14:17 17
12. ტორპედო 14 3 7 4 17:17 16
13. კოლხეთი 14 3 5 6 11:16 14
14. სიონი 14 3 4 7 12:19 13
15. ვიტ ჯორჯია 14 3 2 9 12:18 11
16. ზუგდიდი 14 2 5 7 8:17 11

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

7 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.115297