სადღეისოდ რეიტინგსიის მესამე ნომერი რაფა ნადალი წვრთნას შეუდგა. შეგახსენებთ, მალიორკელმა გასულ თვეში აპენდიციტის ოპერაცია გაიკეთა და ზურგის ტრავმასაც მკურნალობდა.
“ფიზიკური მდგომარეობა ვარჯიშის განახლების საშუალებას მაძლევს. იმედია, კარგად ვიმუშავებ და იანვრისთვის სათანადო ფორმაში ჩავდგები. ახლა მთავარია, ორგანიზმმა სრული დატვირთვით წვრთნის საშუალება მომცეს. ამასთან დაბრუნებას არ დავაჩქარებ. დოჰასა და მელბურნის შემდეგ კიდევ უფრო მოვუმატებ და ინდიან უელსისა და მაიამის შეჯიბრებებს სრულ საბრძოლო მზადყოფნაში შევხვდები”, - აცხადებს ნადალი.