ფეხბურთი

21:03 | 1.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ ნომინანტები დაასახელა

ფიფამ “ოქროს ბურთის” მოგების სამ-სამი ნომინანტი დაასახელა – იუწყება მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი.


მამაკაცთა ფეხბურთიდან “ოქროს ბურთის” მოგების შანსი ლეო მესის (“ბარსელონა”/არგენტინა), კრიშტიანუ რონალდუსა (“რეალი”/პორტუგალია) და მანუელ ნოიერს (“ბაიერნი”/გერმანია) ექნებათ, ხოლო ქალებიდან ფიფამ ნედინ კისლერი (გერმანია), მარტა (ბრაზილია) და ები იამბეჩი (აშშ) გამოარჩია.

გარდა ამისა, ფიფამ საუკეთესო მწვრთნელების პრეტენდენტებიც გვამცნო. მამაკაცებიდან ფიფამ დიეგო სიმეონე (“ატლეტიკო”/არგენტინა), კარლო ანჩელოტი (“რეალი”/იტალია) და იოაჰიმ ლიოვი (გერმანია) დააფასა, ხოლო ქალებიდან რალფ კელერმანი (“ვოლფსბურგი”/გერმანია), მარენ მეინერტი (გერმანია 19 და 20-წლამდე ნაკრებები/გერმანია) და ნორიო სასაკი (იაპონია).

დაჯილდოების ცერემონიალი 2015 წლის 12 იანვარს ციურიხში გაიმართება.

0.10758