ფეხბურთი

18:29 | 1.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილი სიმბოლურ ნაკრებში მეორედ მოხვდა

არნემის “ვიტესის” შემტევი ნახევარმცველი ვალერი ყაზაიშვილი ინტერნეტპორტალ ad.nl-ის ვერსიით, ჰოლანდიის ერედივიზიონის განვლილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

განვლილ ტურში, “ვიტესი” სახლში “იგლზს” დაუზავდა (2:2) და ყაზაიშვილმა სრულად ითამაშა. ad.nl-ის იუწყება, რომ ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში კელვინ ლერდამის ნაცვლად დააყენეს და ის მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ხსენებული ინტერნეტპორტალის ვერსიით ყაზაიშვილი სიმბოლურ ნაკრებში ამ სეზონში მეორედ მოხვდა.

მიმდინარე სეზონში 21 წლის ყაზაიშვილმა 13 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

0.112827