რამდენიმე დღეა, რაც დიდი სლემის 2-გზის გამარჯვებული ენდი მარეი და მისი მეგობარი გოგონა კიმ სირსი დაინიშნენ. წყვილი დაქორწინებასაც გეგმავს, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
“მე და კიმი შემდეგ წელს ვგეგმავთ დავქორწინდეთ. თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცით”- მარეის სიტყვებს Reuters-ი ციტირებს.
ენდი და კიმი ერთმანეთს 2005 წლიდან ხვდებიან.