იტალიური მედიის ინფორმაციით, "პარმას" მთავარი მწვრთნელი რობერტო დონადონი შესაძლოა ერნან კრესპომ შეცვალოს.
კლუბის ყოფილი ფორვარდი ამჟამად "პარმას" ახალგაზრდულ გუნდს უდგას სათავეში და დონადონის უმთავრეს შემცვლელად მოიაზრება.
პარმელებს რომ ცუდი დრო უდგათ, სიახლე აღარაა. დონადონის გუნდი კვირას იტალიის ჩემპიონატის მე-11 ტურის მატჩში სტუმრად ტურინის "იუვენტუსთან" ანგარიშით 0:7 განადგურდა და აპენინური მედიაც მწვრთნელის შეცვლაზე ალაპარაკდა.
"პარმა", რომელმაც გასული სეზონი სერია A-ში მეექვსე პოზიციაზე დაასრულა, ამჟამად 6 ქულით სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება.