ფეხბურთი

17:15 | 1.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯონსონი “ლივერპულს” ტოვებს

ინგლისური ლივერპულის მარჯვენა მცველს გლენ ჯონსონს “ლივერპულისგან” კონტრაქტთან დაკავშირებული შემოთავაზება არ მიუღია. ინგლისელ ფეხბურთელს “მერსისაიდელებთან” ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გლენ ჯონსონს “ლივერპულის” დატოვება მოუწევს. თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ “ლივერპულისგან” შემოთავაზება არ მიუღია და იგი კლუბს ხვეწნას არ დაუწყებს.

“მინდა ვითამაშო იქ სადაც საჭირო ვიქნები. ყველაფერი ნათელია და მარტივი. პრესის მეშვეობით შევიტყვე, რომ “ლივერპულმა” ხელფასის განახევრება შემომთავაზა, მაგრამ ეს ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება – შემოთავაზება არ მიმიღია. გასული სეზონის ბოლოს იყო მოლაპარაკებები, მაგრამ ახლა ხელმძღვანელობისგან არაფერი ისმის. კლუბმა იცის ვინ ვარ. არ ვაპირებ ხვეწნა დავიწყო.” – განაცხადა ჯონსონმა.

ჯონსონის სიტუაციას იტალიური “რომა” მონიტორინგს უწევს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “მგლები” მზად არიან ინგლისელს კვირაში 120 000 გირვანქა გადაუხადონ. ეს ის თანხაა, რომელსაც 30 წლის ფეხბურთელი “ლივერპულში” გამოიმუშავებს. მიმდინარე სეზონში ჯონსონმა 11 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მცველი მოედანზე საშუალოდ 84 წუთს ატარებს.

0.117522