“ბოსტონ სელტიკსი” შინ შარშანდელ ჩემპიონთან “სან ანტონიო სპურსთან 89:111 დამარცხდა. “ბოსტონი” პირველი ტაიმის შემდეგ 4 ქულითაც იგებდა, თუმცა პოპოვიჩის შეგირდებმა მესამე და მეოთხე პერიოდში “ბოსტონი” გაანადგურეს. ჩემპიონებმა მე-12 გამარჯვება იზეიმეს, “სპურსი” დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება.
“ბრუკლინ ნეტსმა” საკუთარ კედლებში “ჩიკაგო ბულზთან” ოთხივე პერიოდი წააგო. მატჩის საუკეთესო მექულე ჯიმი ბატლერი გახდა 26 ქულით. პო გასოლმა ორმაგი დუბლი შეასრულა 25 ქულით და 13 მოხსნით, ასევე გამოსარჩევია ნიკოლა მიროტიჩის პირველი ორმაგი დუბლი NBA-ში - 12 ქულა, 12 მოხსნა. მიროტიჩი წელს გადავიდა “მადრიდის რეალიდან” “ჩიკაგოში”. “ხარები” აღმოსაველთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებენ, ამავე კონფერენციაში “ბრუკლინი” მეცხრეზეა.
“მემფის გრიზლი” განაგრძობს მაჟორულ ნოტზე თამაშს. “დათვებმა” ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგეს, მათი “ლუკმა” ამჯერად “საკრამენტო კინგზი” გახდა 97:85. მატჩში გამორჩეული იყო “მემფისის” მძიმე ფორვარდი ზაკ რენდოლფი 22 ქულით და 12 მოხსნით. “მემფის გრიზლს” 15 მოგება და 2 მარცხი დაუგროვდა და დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებს.
“ლეიკერსმა”, ზედიზედ 4 წაგებული მატჩის შემდეგ, საკუთარ დარბაზში მძიმე ბრძოლაში აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ “ტორონტოს” მოუგო - 129:122. მატჩის დასრულებამდე 4 წამით ადრე, ანგარიშზე 109:109, კობი ბრაიანტი 3-წამიანში შესვლას ცდილობდა, მაგრამ მის წინააღმდეგ აშკარად დაჯარიმდა “ტორონტოს” ლიტველი ცენტრი ვალანჩუნასი, თუმცა მსაჯებმა ამ მომენტში კონტაქტი ვერ დაინახეს და “ტორონტოს” სასიკეთოდ ჯარიმა არ დანიშნეს. მატჩი ოვერტაიმში გადავიდა, სადაც უკეთესი “ლეიკერსი” და კობი ბრაიანტი აღმოჩნდა. კობიმ ოვერტაიმში მნიშვნელოვანი “ენდვანი” ჩააგდო. საბოლოოდ, დამატებითი 6-წუთეული “ლეიკერსმა” 20:13 მოიგო. ლოს ანჯელესური კლუბი დასავლეთ კონფერენციაში კვლავ ბოლო ადგილზე იმყოფება, ხოლო კანადური კლუბი კი აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.
“ბოსტონი” – “სან ანტონიო” 89:111 (22:25, 27:20, 24:33, 16:33)
“ბოსტონი”: გრინი (16 ქ.), ტერნერი (12 ქ.), ბრედლი (11 ქ.), ბასი (10 ქ.), ტორნტონი (10 ქ.), სალინჯერი (9 ქ. 7 მ.), ზელერი (7 ქ. 10 მ.), პაუელი (6 ქ.), ოლინიკი (3 ქ.), რონდო (2 ქ. 6 მ. 10 პ.), იანგი (2 ქ.), პრესი (1 ქ.).
“სან ანტონიო”:გრინი (18 ქ. 6 მ.), დიაო (15 ქ. 7 მ.), დანკანი (14 ქ. 8 მ.), ბეინსი (13 ქ. 5 მ.), ლეონარდი (12 ქ. 6 მ.), პარკერი (9 ქ. 9 პ.), ჯოზეფი (8 ქ.), ჯინობილი (7 ქ.), ბონერი (6 ქ. 6 მ.), ბელინელი (5 ქ.), ეირსი (2 ქ.), დეი (2 ქ.).
“ბრუკლინ ნეტსი” – “ჩიკაგო ბულზი” 84:102 (22:25, 20:22, 21:29, 21:26)
“ბრუკლინი”: ბოგდანოვიჩი (13 ქ. 5 მ.), ჯეკი (12 ქ.), ლოპესი (11 ქ.), უილიამსი (10 ქ.), პლამლი (9 ქ.), გარნეტი (7 ქ. 7 მ.), გუტიერესი (6 ქ.), ანდერსონი (5 ქ.), ტელეტოვიჩი (4 ქ.), ჯორდანი (4 ქ.), ჯონსონი (3 ქ.).
“ჩიკაგო”: ბატლერი (26 ქ. 5 პ.), გასოლი (25 ქ. 13 მ.), როუზი (14 ქ. 6 მ.), მიროტიჩი (12 ქ. 12 მ.), ბრუკსი (11 ქ.), ჰაინრიხი (5 ქ.), დანლივი (4 ქ.), ნოა (3 ქ. 10 მ.), მოჰამედი (2 ქ.).
“დეტროიტ პისტონსი” – “გოლდენ სტეიტ” ვორიორსი” 93:104 (24:21, 16:32, 31:29, 22:22)
“დეტროიტი”: კალდველ-პოპე (23 ქ. 4 მ.), ჯენინგსი (22 ქ. 6 პ.), სმიტი (14 ქ. 12 პ. 9 მ.), მონრო (13 ქ. 10 მ.), სინგლერი (9 ქ.), მარტინი (5 ქ.), აუგუსტინი (5 ქ.), დრამონდი (2 ქ.)
“გოლდენ სტეიტი”: გრინი (20 ქ. 6 მ.), კარი (16 ქ. 10 პ.), ტომპსონი (15 ქ.), ლივინგსტონი (12 ქ.), სფეიტსი (11 ქ. 12 მ.), ბარნსი (9 ქ. 9 მ.), იგუადალა (7 ქ.), ბოგუტი (6 ქ. 9 მ.)
“საკრამენტო კინგზი” – “მემფის გრიზლი” 85:97 (20:28, 22:30, 23:16, 20:23)
“საკრამენტო”: გეი (20 ქ.), მაკლემორი (18 ქ.), ევანსი (17 ქ. 20 მ.), კოლისონი (16 ქ. 7 მ. 7 პ.), კასპი (6 ქ.), ლენდრი (7 ქ.), ტომპსონი (2 ქ.)
“მემფისი”: რენდოლფი (22 ქ. 12 მ.), გასოლი (18 ქ. 6 მ.), ალენი (13 ქ.), ლი (11 ქ.), კონლი (10 ქ. 6 პ.), უდრიხი (7 ქ.), კარტერი (6 ქ.), პოინდექსტერი (2 ქ.)
“ნიუ იორკ ნიქსი” – “მაიამი ჰიტი” 79:86 (17:21, 17:21, 25:21, 20:23)
“ნიუ იორკი”: ენტონი (31 ქ. 8 მ.), სტაუდმაიერი (19 ქ. 12 მ.), კალდერონი (9 ქ. 10 მ.), შამპერტი (6 ქ.), ლარკინი (5 ქ.), ჰარდევეი (2 ქ.), ვეარი (2 ქ.), დალამბერტი (2 ქ. 10 მ.), ეისი (3 ქ.)
“მაიამი”: უეიდი (27 ქ. 5 მ. 5 პ.), ბოში (20 ქ. 9 მ.), დენგი (10 ქ. 10 მ.), მაკრობერტსი (7 ქ.), ენისი (7 ქ.), უილიამსი (5 ქ.), ჰასლემი (4 ქ. 6 მ.), კოული (3 ქ.), ჩელმერსი (3 ქ.)
“ფინიქს სანსი” – “ორლანდო მეჯიქი” 90:93 (23:27, 16:25, 19:17, 32:24)
“ფინიქსი”: დრაგიჩი (22 ქ. 8 მ.), მარკიეფ მორისი (18 ქ. 10 მ.), ბლედსოუ (13 ქ. 6 პ.), პლამლი (12 ქ. 5 მ.), გრინი (11 ქ.), მარკუს მორისი (4 ქ. 5 მ.), ტოლივერი (3 ქ.),
“ორლანდო”: ჰარისი (21 ქ. 8 მ.), ვუჩევიჩი (18 ქ. 8 მ.), ფურნიე (15 ქ. 5 მ.), ოლადიპო (12 ქ.), ფეიტონი (7 ქ. 9 მ.), გორდონი (8 ქ.), გრინი (4 1.), ფრაი (3 ქ.)
“პორტლენდ ბლეიზერსი” – “მინესოტა ტიმბერვულვზი” 107:93 (22:26, 26:14, 27:21, 32:32)
“პორტლენდი”: ოლდრიჯი (26 ქ. 15 მ.), მეთიუსი (23 ქ.), ლილარდი (17 ქ. 8 პ.), ბატუმი (10 ქ. 8 მ.), კამანი (8 ქ. 8 მ.), ფრილენდი (6 ქ. 6 მ.), ბლეიკი (4 ქ. 7 პ.), ლოპესი (4 ქ. 7 მ.)
“მინესოტა”: მუჰამადი (28 ქ.), ულიამსი (21 ქ. 11 პ.), იანგი (14 ქ.), დიენგი (11 ქ. 8 მ.), უიგინსი (7 ქ.), ბრიუვერი (8 ქ.), ბადინგერი (2 ქ. 6 მ.)
“ლოს ანჯელეს ლეიკერსი” – “ტორონტო რეპტორსი” 129:122 (27:24, 31:25, 23:31, 28:29, ო.ტ. 13:20)
“ლეიკერსი”: ბრაიანტი (31 ქ. 11 მ. 12 პ.), იანგი (20 ქ.), ბუზერი (18 ქ. 9 მ.), ჰილი (16 ქ. 12 მ.), ჯონსონი (13 ქ.), ლინი (11 ქ.), ელინგტონი (10 ქ.), საკრე (6 ქ. 6 მ.), პრაისი (3 ქ.), დევისი (1 ქ. 6 მ.)
“ტორონტო”:ლოური (29 ქ. 9 პ. 6 მ.), როსი (20 ქ.), ვასკესი (19 ქ. 5 პ.), უილიამსი (19 ქ.), პატერსონი ( 10 ქ. 13 მ.), ჯონსონი (8 ქ.), ვალანჩუნასი (9 ქ. 13 მ.),ჯონსონი (6 ქ.)