30 ნოემბერს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში მორიგი სათამაშო დღე გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ უმასპინძლა.
სენსაციური, სწორედ ასე შეიძლება ეწოდოს ვერცხლის ლიგის მეოთხე ტურის დასკვნით ნაწილს, უფრო კონკრეტულად კი ტურის ბოლო შეხვედრას, რომელშიც გათამაშების უპირობო აუტსაიდერად შერაცხულმა რუსთავი 2-ის გუნდმა, აქამდე უდანაკარკო კრედო დაამარცხა დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში, ანგარიშით 5-4. გამოსარჩევია ასევე „ენერგეტიკოსების“ დერბი, სადაც ლიგის ერთადერთმა დაუმარცხებელმა გუნდმა „ჯორჯიან ვოთერ ენ ფაუერმა“საქრუსენერგოს სძლია 2-1. ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში სნიკერსმა, სარეკორდო ანგარიშით, 16-2 მოუგო კოლიერსს.
30.11.2014. ვერცხლის ლიგა. IV ტური
კოლიერსი - სნიკერსი 2-16
გოლები: ურუშაძე (2) - მ.მენთესაშვილი (3), ბერიძე (1), ხარტონიშვილი (4), ხიზანიშვილი (2), ხაჩიძე (2), ბ.მენთესაშვილი (1), მგალობლიშვილი (1)
საქრუსენერგო - GWP 1-2
გოლები: ანდღულაძე (1) - ჯაფარიძე (1), თურმანიძე (1)
რუსთავი 2 - კრედო 5-4
გოლები: გოქაძე (3), ამიროვი (2) - ჩიხრაძე (1), ცერცვაძე (3)
საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა ოქროს ლიგის მეოთხე ტური. შედარებით იოლად იმარჯვა ნატახტარმა, რომელმაც მასთან ერთად ცხრილის სათავეში მყოფი პრივატბანკი დაამარცხა, 6-0. სხვა შეხვედრებში დაძაბულობა ბოლო მომენტამდე საკმარისი იყო. ვითიბი ბანკმა არც თუ იოლად იმარჯვა აუტსაიდერ, ბორჯომთან 4-2. სათამაშო დღის უდაოდ გამორჩეული დაპირისპირებები გაიმართა GM ჭიათურა - ერისთავსა და ევროპაბეთი-საქართველოს ბანკის გუნდებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ იმერლები 2-0 იგებდნენ, „იურისტებმა“ მოხერხეს ანგარიშის გათანაბრება და საბოლოოდ ფრე, 2-2. რაც შეეხება „ბუკმეიკერებისა“ და „ბანკირების გარჩევას“, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა, ევროპაბეთის გამარჯვებით, 3-2 დასრულდა.
30.11.2014. ოქროს ლიგა.IV ტური
ბორჯომი - ვითიბი ბანკი 2-4
გოლები: უშიკიშვილი (1), ჩაჩიბაია (1) - მაჭავარიანი (1), სულაძე (2), ბუსხრიკიძე (1)
GM ჭიათურა - ერისთავი 2-2
გოლები: შეყილაძე (1), კირკიტაძე (1) - ტაბატაძე (1), წიკლაური (1)
ნატახტარი - პრივატ ბანკი 6-0
გოლები: გოგოხია (1), სეფერთელაძე (2), ბაირამოვი (1), აფაქიძე (1), ჩიტიშვილი (1)
ევროპაბეთი - საქართველოს ბანკი 3-2
გოლები: ლუკავა (1), ღვინიაშვილი (1), კოპალიანი (1) - სურგულაძე (2)
გუშინვე ოქროს ლიგის მესამე ტურის საუკეთესო ფეხბურთელი დაჯილოვდა. ეს პატივი ვითიბი ბანკის ლიდერს, ნოდარ მაჭავარიანს ერგო, რომლეიც ჩემპიონატის სპონსორის, ამერიკული ფეხსაცმლის ბრენდის „სკეჩერსის“ 200 ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდა.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, „მედი ქლაბ ჯორჯია“, თაფლი „მეფუტკრე“, ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”
რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, adami.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური