ფეხბურთი

12:24 | 10.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

იკარდიმ გულშემატკივრები გააკრიტიკა

მილანის "ინტერის" არგენტინელი თავდამსხმელი მაურო იკარდი გულშემატკივრების მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი. "სან სიროზე", იტალიის ჩემპიონატის მე-11 ტურში, "ვერონას" წინააღმდეგ ფრედ (2:2) დასრულებულ მატჩში იკარდიმ 48-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა. ქომაგები არგენტინელის გოლს ცინიკურად შეხვდნენ, თუმცა ფეხბურთელმა მათ გაჩუმებისკენ მოუწოდა.

"ვერ გამიგია ვის სჭირდება ასეთი აგდებული დამოკიდებულება ჩვენი მისამართით. "ინტერის" საქმეები კარგად არ მიდის და ზუსტად ამ დროს გვჭირდება მათი მხარდაჭერა. როცა "სან სიროზე" ვთამაშობთ, ასე გვგონია სტუმრად ვართ. ჩვენ ჩვენსას ვცდილობთ და თუ ხალხს უნდა დაგვცინოს, მათი საქმეა, მაგრამ მათი საქციელი გამაღიზიანებელია." - განაცხადა არგენტინელმა.

"ინტერის" გულშემატკივართა პოზიციაც ერთის მხრივ გასაგებია - მათი საყვარელი გუნდი მიმდინარე სეზონში 11 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 16 ქულით მეცხრე ადგილზე იმყოფება და ლიდერ "იუვენტუსს 12 ქულით ჩამორჩება.

0.115404