ფეხბურთი

10:20 | 1.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” მუსა სისოკოში 15 მილიონს იხდის

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და “ნიუკასლის” ნახევარმცველი მუსა სისოკო ლონდონის “არსენალის” ინტერესის სფეროში მოექცა.

The Times-ის ცნობით, “მეთოფეები” 25 წლის ფეხბურთელში ჯეკ უილშირის შემცვლელს ხედავენ, რომელიც დაშავდა და მარტამდე ვერ ითამაშებს. ლონდონელები მზად არიან სისოკოს სანაცვლოდ იანვრის სატრანსფერო პერიოდში 15 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში სისოკომ 1 გოლი გაიტანა.

0.119313