ლიგა 1-ის მე-15 ტურის სამი მატჩი გაიმართა. “შაბან-დელმასზე” მასპინძელმა “ბორდომ” დიაბეტეს გოლით “ლილი” დაამარცხა. სანიოლის გუნდმა მეოთხე ადგილზე აინაცვლა და “ლიონს” გაუთანაბრდა.
ფრედ დასრულებული ტაიმის შემდეგ, 62-ე წუთზე მაურის-ბელაის პასით დიაბატემ შეაგდო. მალელმა ფორვარდმა სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა, რაც გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.
ექვსი ტური გავიდა, რაც ჟირარის გუნდს თამაში არ მოუგია. 14 შეხვედრიდან 16 ქულა მოაგროვეს. ამ ეტაპზე გასავრდნ ზონას მხოლოდ ორი ქულით უსწრებენ.
ზედიზედ მეორე საშინაო მატჩი მოიგო “ევიანმა.”დუპრაზის გუნდმა გასავარდნ ზონას თავი დააღწია და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მათ დანიელი მოთამაშეების ვასისა და ნილსენის გოლებით მოახერხეს გამარჯვება. საინტერესოა, რომ კლუბის კიდევ ერთი დანიელი წევრი, მეკარე იესპერ ჰანსენია.
“გენგამის” განაცხადში ასევე სამი დანიელი მოთამაშე მოხვდა. სკანდინავიის ერთ ქვეყანას ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატში როცა ამდენი ლეგიონერი ჰყავს, ეროვნული ნაკრების მწვრთნელს კარგ გარემოში უწევს მუშაობა.
“გენგამი” ბოლო, მე-20 ადგილზეა. 15 ტურის შემდეგ ოთხმა მოგებამ მათ 12 ქულა მოუტანა.
“სენტ ეტიენმა” შინ “ლიონთან” გამარჯვებით 26 ქულის დაგროვება მოახერხა, გალტიეს გუნდი მესამეზე მყოფ “ლიონს” მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.
29 წლის მუსტაფა სალის გოლით მე-18 წუთზე გაიხსნა ანგარიში, შესვენებამდე “ნორვიჩის” ყოფილმა შემტევმა ვან ვოლფსვინკელმა გაიტანა. 68-ე წუთზე კოჰადემ დასვა წერტილი.
ცხრილიდან გამომდინარე მასპინძლებმა პრინციპული მატჩი მოიგეს.
ბორდო – ლილი 1:0 (0:0)
ბორდო, “შაბან-დელმასი,” 19 361 მაყურებელი
ბორდო: კარასო, მარიანო, კონტენტო, სანე, პალოისი, პლასილი, ბელაი (საივე 74), ტრაორე (სერტიჩი 63), დიაბატე, როლანი (კაბუნი 87), ტურე
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი
ლილი: ენიამა, ბასა (როზენჰალი 45+1), კიაერი, სიდიბე, სუმარო, მავუბა, მარტინი (ბალმონტი 73), დელაპლასე, გაია, რუქსი, ორიჯი (როდელინი 81)
მთავარი მწვრთნელი: რენე ჟირარი
გოლი: 1:0 დიაბატე (62)
მთავარი მსაჯი: ნიკოლას რეინვილე
გაფრთხილება: სიდიბე (54)
ევიანი – გენგამი 2:0 (0:0)
ანესი, “პარკ დე სპორტი,” 10 665
ევიანი: ჰანსენი, მონგონგუ, ვასი, აბდალაჰი, საბალი, სორლინი, კამბონი, ტეიედა, ბენეზეტი (ნ’სიკულუ 45+2), ბრუნო (ნილსენი 57), ტომასონი (კამუსი 85)
მთავარი მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი
გენგამი: ლოსლი, ანგუა, კერბრატი, სანხო, მატისი (დიალო 87), სანხარე, ჟირესი, ბივუ, იატაბარე (პიე 79), დოს სანტოსი, შვარცი (დუნიამა 68)
მთავარი მწვრთნელი: ჟოსელინ გურვენეკი
გოლები: 1:0 ვასი (59), 2:0 ნილსენი (81)
მთავარი მსაჯი: ფრედი ფუტრელი
გაფრთხილება: მონგონგუ (4), სანხო (13)
სენტ ეტიენი – ლიონი 3:0 (2:0)
სენტ ეტიენი, “ჟოფრი გიშარდი”
სენტ ეტიენი: რუფიე, ტაბანუ (ბრისონი 84 ), პოგბა, სალი, კატერინე, ლემოინე, პერინი, გრადელი, კოჰადე, კლემენტი (დიომანდე 53 ),ვან ვოლფსვინკელი (მონე-პაკე 73 )
მთავარი მწვრთნელი: გალტიე
ლიონი: ლოპესი, ჟალე, ბისევაჩი, უმტიტი, ბედიმო, გონალონსი, ფერი (გეზალი 66 ), მალბრანკი (ნ’ჟიე 56 ), ტოლისო (მუემბა 76 ), ლაკაზეტი, ფეკირი
მთავარი მწვრთნელი: ფურნიე
გოლები: 1:0 სალი (18), 2:0 ვან ვოლფსვინკელი (40), 3:0 კოჰადე (68)
მთავარი მსაჯი: კლემენტ ტურპინი
გაფრთხილება: დიომანდე (85)
79-ე წუთზე ლაკაზეტიმ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი