იურგენ კლოპის ნაცვლად სხვა მწვრთნელი რომ იყოს და არ იცოდნენ, რა დონის სპეციალისტია, ალბათ, ამდენ ხანს არ აპატიებდნენ და თანამდებობას დაატოვებინებდნენ.
საინტერესოა, როდემდე გაგრძელდება "დორტმუნდის" უბედურება – გუნდი, რომელმაც წლინახევრის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა და ახლაც მშვენივრად ირჯება ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე, ბუნდესლიგაში სულ აგებს და აგებს: ბოლო არ უჩანს, "დორტმუნდი" აუტსაიდერია.
კლოპის გუნდმა ამჯერად თავიდანვე გაუშვა გოლი ფრანკფურტში და მატჩის მიწურულს მეორედაც დამწუხრდა. ჯერ ალექსანდრ მაიერმა გაუტანა, მერე კი ჰარის სეფეროვიჩმა. "აინტრახტმა" "დორტმუნდს" 2:0 სძლია.
ბუნდესლიგის ამ სეზონს უკვე ახლავს დიდი ინტრიგა: შესძლებს თუ არა "დორტმუნდი" ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ოთხეულში შესვლას? გუნდი 10 ქულით დაშორდა ამ ზონას. აბა, კლოპის გუნდი რომ ბუნდესლიგიდან არ გავარდება და დროებითაა ბოლო საფეხურზე, ეს მგონი ეჭვს არ უნდა იწვევდეს.
კვირის სხვა მატჩში "ვოლფბურგმა" შინ 1:0 სძლია "გლადბახს" და მეორე პოზიცია გაიმყარა. "მგლებმა" დასაწისში გაიტანეს: მარსელ შეფერმა მარცხნიდან ჩააწოდა, დასწრებაზე კი რობინ კნოშემ იმარჯვა და ახლოდან ფეხით გაიტანა.
ვოლფსბურგი-გლადბახი 1:0 (1:0)
ვოლფსბურგი: ბენალიო, იუნგი, კნოჩე, ნალდო, შეფერი, არნოლდი (ჰუნტი 81), დე ბრუინი, გულავოგი, ვიერინია, პერიშიჩი (მალანდა 73), ოლიჩი (დოსტი 90+2)
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
გლადბახი: ზომერი, ბრაუერსი, დომინგესი, იანჩკე, ვენდტი, ჰანი (ტრაორე 71), ჰერმანი, კრამერი, ნორდვაიტი (ჰრგოტა 82), რაფაელი, მაქს კრუზე (თორგან აზარი 71)
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
გოლი: 1:0 კნოჩე (12)
გაფრთხილება: დომინგესი (53), ნორდვაიტი (73)
მსაჯი: შტარკი
აინტრახტი-დორტმუნდი 2:0 (1:0)
აინტრახტი: ვიდვალდი, ანდერსონი, ჩანდლერი, ოცზიპკა, რუში, აიგნერი (კიტრელი 90+1), ჰასებე, ინუი (იგნიოვსკი 90), ალექსანდრ მაიერი, შტენდერა (ლანიგი 63), სეფეროვიჩი
მწვრთნელი: თომას შააფი
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, პიშჩეკი (რამოსი 37), გინტერი, დურმი, გროსკროიცი, სუბოტიჩი, სვენ ბენდერი, კაგავა (იოჯიჩი 74), კელი (გიუნდოგანი 74), მხითარიანი, ობამეიანგი
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
გოლები: 1:0 მაიერი (5), 2:0 სეფეროვიჩი (78)
გაფრთხილება: აიგნერი (66), გინტერი (77), გროსკროიცი (82), ლანიგი (85)
მსაჯი: გაგელმანი