“ჩელსის” ბელგიელ შემტევს ედენ აზარს ბოლო პერიოდში აქტიურად უკავშირებენ მადრიდის “რეალს”, მაგრამ თავად ფეხბურთელმა “კანალ +”- თან საუბრისას კატეგორიულად უარყო მადრიდულ გრანდში მისი შესაძლო გადასვლის შესახებ ცნობები.
“ჩელსში” იმიტომ გადმოვედი, რომ ვიცოდი ვითამაშებდი. ვერ გეტყვით გუნდში მთავარი ფიგურა ვარ თუ არა, მაგრამ ის ვიცი, რომ ეს ჩემი საოცნებო კლუბია. მესამე წელია, რაც ამ გუნდის ღირსებას ვიცავ, ეს მსიამოვნებს, თავს კარგად ვგრძნობ და არსად წასვლის სურვილი არ მაქვს”, - აღნიშნა აზარმა.
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” მზადაა, აზარის შეძენის შემთხვევაში, გარეთ ბეილი გაყოდოს, რომელშიც “ტოტენჰემს” გასულ წელს 100 მილიონი გადაუხადა.
“ჩელსის” ბელგიელი ათიანის მონაგარი პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 შეხვედრაში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საშინელი სატრანსფერო პოლიტიკა აქვთ. ამდენი მაყუთი წყალში მარტო ბარსას აქვს გადაყრილი : ))
ვუდვორდი მოიყვანეს,რომელმაც ფულის შოვნის მეტი არაფერი არ იცის
რა გეცქარებატ ჯერ ცემპიონშიპში იფიქრეთ მერე მაგაზე