დღეს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-14 ტურის მატჩები იმართება. შვიდი შეხვედრა უკვევ დასრულდა. იმერულ დერბიში “სამტრედიამ” “ჩიხურას” 3:1 მოუგო და მესამე ადგილზე დაბრუნდა, თუმცა “სპარტაკს,” რომელმაც რუსთავში “მეტალურგთან” ფრედ 1:1 ითამაშა, ოდენ ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებს.
“ზესტაფონი” ოთხი დღის წინათ ქვეყნის თასის გათამაშებიდან გავარდა, თან “ჩიხურასთან” შინ წააგო და დღეს საკუთარი მაყურებლის წინაშე წესით გაორმაგებული ენერგიით უნდა ეთამაშა, მაგრამ ბათუმელებმა აჯობეს. საერთოდ, ზღვისპირელები ბოლო დროს ხმაურიან გამარჯვებებს შეეჩვივნენ. გავიხსენოთ, 6 ნოემბერს როგორ დაამარცხეს ლიდერი “დინამო” თავისსავე “დინამო არენაზე.” მარგველები კი ჩემპიონატში ცხრამატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ დამარცხდნენ, თუმცა ამ ცხრიდან ექვსი ფრე იყო.
“შუქურამ” ქუთაისის “ტორპედოს” სძლია, “დილამ” – “მერანს,” “კოლხეთმა” “ვიტ ჯორჯიას,” “სიონი” კი “ზუგდიდს” უგოლოდ გაეყარა.
სამტრედია - ჩიხურა (საჩხერე) 3:1 (0:0)
გოლი: 1:0 თორნიკე გორგიაშვილი (67), 1:1 ზვიად სიხარულია (78), 2:1, 3:1 ილია კერძევაძე (79, 83)
ზესტაფონი –დინამო (ბათუმი) 2:4 (1:3)
გოლები: 0:1 თეიმურაზ შონია (18), 1:1 გიორგი ილურიძე (25), 1:2 დიმიტრი ტატანაშვილი (39), 1:3 გელა გოგიტიძე (43), 1:4 გიორგი ბერიაშვილი (68), 2:4 გიორგი ბერიაშვილი (68)
სიონი (ბოლნისი) – ზუგდიდი 0:0
შუქურა (ქობულეთი) – ტორპედო (ქუთაისი) 2:1 (0:0)
გოლი: 1:0 დავით ხოჭოლავა (52), 1:1 გოგა ფიფია (66), 2:1 ზაზა ტუღუში (82)
მეტალურგი (რუსთავი) – სპარტაკი (ცხინვალი) 1:1 (1:0)
გოლი: 1:0 დაჩი ცნობილაძე (3), 1:1 გიორგი კაჭკაჭიშვილი (86)
კოლხეთი (ფოთი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:1 (0:0)
გოლები: 1:0 დათა სიჭინავა (52), 2:0 შოთა ჯიქია (59), 2:1 ლევან კუხალაშვილი (67)
გაძევება: ლუკა გეგუჩია (90, ორი ყვითელი)
დილა (გორი) – მერანი (მარტვილი) 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 რომან ახალკაცი (7)
დინამო (თბილისი) – გურია (ლანჩხუთი)
30 ნოემბერი. თბილისი. “დინამო არენა.” 15:00
1. | დინამო (თბილისი) | 13 | 9 | 2 | 2 | 25:10 | 29 | ||
2. | დილა | 14 | 8 | 3 | 3 | 20:11 | 27 | ||
3. | სამტრედია | 14 | 7 | 3 | 4 | 17:11 | 24 | ||
4. | სპარტაკი | 14 | 7 | 3 | 4 | 14:19 | 24 | ||
5. | დინამო (ბათუმი) | 14 | 7 | 2 | 5 | 17:14 | 23 | ||
6. | მეტალურგი | 14 | 5 | 5 | 4 | 18:15 | 20 | ||
7. | მერანი | 14 | 5 | 4 | 5 | 11:10 | 19 | ||
8. | ჩიხურა | 14 | 5 | 4 | 5 | 16:17 | 19 | ||
9. | ზესტაფონი | 14 | 4 | 6 | 4 | 29:22 | 18 | ||
10. | შუქურა | 14 | 4 | 5 | 5 | 14:17 | 17 | ||
11. | ტორპედო | 14 | 3 | 7 | 4 | 17:17 | 16 | ||
12. | გურია | 13 | 3 | 6 | 4 | 14:22 | 15 | ||
13. | კოლხეთი | 14 | 3 | 5 | 6 | 11:16 | 14 | ||
14. | სიონი | 14 | 3 | 4 | 7 | 12:19 | 13 | ||
15. | ვიტ ჯორჯია | 14 | 3 | 2 | 9 | 12:18 | 11 | ||
16. | ზუგდიდი | 14 | 2 | 5 | 7 | 8:17 | 11 |
მეგოლეები:
10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
7 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი)
4- კობა შალამბერიძე (გურია), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), ჩისკო (დინამო თბილისი)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სამტრედიამ როგორ წააგო
კარგი შემადგენლობა გყავთ მაგრამ მწვრთნელი თუარ შეცვალეს რაფერი გამოვა
როგორც საქართველოს ნაკრები თამაშობს ზუსტად იმ სტილში ათამაშებს ეს სამტრედიას. კოპირებით აქვს გადაღებული ქეცბაიას ტაქტიკა.
სანაია ძალიან სუსტი მწვრთნელია
დროგბა
მე ვინ მეკითხება თორე კი გავუშვებდი.
დიტო მაგარი აზე არაა ზმაო ეგ სანაია გააგდეთ გუნდიდან სუსტი მწვრთნელია
სამტრედიამ რანაირად წააგო ზუგდიდთან არ მჯერავს: )))
მცველს არ ეგონა უკან თუ ვინმე იდგა, სრულიად უწყინარ სიტიაციაში მეკარებს მიუგორა და პირისპირ დატოვა იმათი თავდამსხმელი. ასე მოიგო ზუგდიდმა, მაგრამ მაინც არ ვუკარგავ ამას. ასე ეკუთვნის მაგათ, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ გულშემატკივრებმა. ვის იგდებენ ეგენი მასხრად?
ცუდია ზმაო დასანან ქულებს კარგავთ უაზროთ
ადმინ შუქურა-დილა ჩაიშალა და შედეგი რატო გიწერია 60 წუთზე შეწყდა 0-0 ზე
ბიჭებო როგორი თამაში იყო სამტრედიაში? მომენტები ქონდათ გუნდებს?
ძალიან ცოტა. ზუგდიდს მომენტი საერთოდ არ ქონია, ბაკურაძემ მოიგონა გოლი თავის კარში და ასე გაიხსნა ანგარიში. ბურთს სამტრედია ფლობდა, მაგრამ სულ 4 მომენტი ქონდათ დაახლოებით.
შუქურა ჩაიშალა
ეეე ამის დედა რა. რა თამაში წააგეს ბლ##დ
მრცხვენია რა უკვე. ზუგდიდიც რომ მოგიგებს სახლში. ახლა მაინც ხო გაუშვებენ ამ სანაიას. როგორც ტორპედოსთან იყო, ზუსტად იგივე სცენარით განვითარდა მოვლენები. დაუმუღამა ყველამ ამის მარტივ ტაქტიკას. არა აქვს მნიშვნელობა მცველმა დაუშვა შეცდომა თუ როგორ გავიდა ბურთი. წინ მთელი მეორე ტაიმი რომ გაქვს და 3 მომენტს ვერ შექმნი გუნდი აღარ გქვია უკვე შენ. ზუგდიდს ვულოცავ ამ გამარჯვებას. ვერ დავუკარგავ მაგათ დამსახურებას. მთელი 90 წუთის მანძილზე მჭიდროდ თამაშობდნენ, ჭკვიანურად და ამან მოუტანა კიდეც შედეგი.
stripslashes((strlen('http://m.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA')>0?'http://m.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA':'http://m.youtube.com/watch?v=67OtdIFPycA'))