კალათბურთი

16:11 | 30.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ფილადელფია” ანტირეკორდს ამყარებს

“ფილადელფია 76” შინ “დალასთან” 103:110 დამარცხდა, რის შემდეგაც პენსილვანიელებს სეზონში 16-დან 16 წაგება დაუგროვდათ. ასეთი ცუდი დასაწყისი ფილადელფიას” ისტორიაში არ ჰქონია. აქამდე უარესი 1972 წლის სტარტზე წაგებული 15 თამაში იყო.

“ფილადელფია” NBA-ს ისტორიაში მე-5 გუნდი გახდა, რომელმაც სეზონის დასაწყისში ზედიზედ 16 ან მეტი მატჩი წააგო. ამ მაჩვენებლით “პირველ ადგილზეა” “ნიუ ჯერსი ნეტსი” 18 საწყისი მატჩით, 2009 წელს.

თუ გავითვალისწინებთ, იმ ფაქტს, რომ “ფილადელფია” 2 დეკემბერს “სან ანტონიოს” ხვდება, სავარაუდოდ კლუბი მე-17 მატჩსაც წააგებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114466