კალათბურთი

14:33 | 30.11.2014 | ნანახია NaN - ჯერ

“კლივლენდმა” ზედიზედ მესამედ მოიგო (+VIDEO)

NBA-ში 6 მატჩი გაიმართა. ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” შინ “ჰიუსტონ როკეტსთან” 103:117 დამარცხდა. ზაზას არ უთამაშია. როგორც პორტალი cbssports.com იუწყება ზაზას ბებია გარდაეცვალა და ამჟამად საქართველოში იმყოფება. “ჰიუსტონის” რიგებში საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი გახლდათ 24 ქულით. “მილუოკის” 10 მოგება და 8 წაგება დაუგროვდა, გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება, “ჰიუსტონი” დასავლეთ კონფეენციაში მე-3 ადგილზეა.

“ფილადელფიამ” საკუთარ კედლებში “დალას მავერიქსთან” 103:110 წააგო. “დალასის” შემადგენლობაში საუკეთესო ტაისონ ჩენდლერი გახლდათ, ორმაგი დუბლით, (20 ქულა 13 მოხსნა). “დალასი”დასავლეთ კონფრენციაში მე-6 ადგილზეა, “ფილადელფია კი 16-დან 16 მარცხით აღმოსავლეთში, ცხადია, ბოლო პოზიციაზეა.

“კლივლენდ კავალიერსმა” ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. ბლატის შეგირდებმა “ინდიანა პეისერსს” 109:97 მოუგეს. “კლივლენდის” დიდი სამეულის ანგარიშზე ერთად 71 ქულაა. (ლავი- 28, ირვინგი- 24, ჯეიმსი- 19). ლებრონ ჯეიმსს არც თუ ისე კარგი თამაში გამოუვიდა. “მეფემ” პარკეტზე თითქმის 32 წუთი დაჰყო. 17-და 9 ორქულიანი ჩააგდო. ერთხელ ესროლა სამქულიანი და ვერ ჩააგდო, 2-დან 1 საჯარიმო მოათავსა კალათში. “ინდიანას” დიდი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა დევიდ ვესტი, რომელმაც გუნდს 14 ქულა და 6 მოხსნა შესძინა. “კლივლენდი” 8 მოგებით და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციასი მეექვსეზეა.

“მილუოკი ბაქსი” – “ჰიუსტონ როკეტსი” 103:117 (23:28, 23:25, 26:32, 31:32)

“მილუოკი”: პარკერი (19 ქ. 9 მ.), ილიასოვა (18 ქ.), ანტეტოკუნმპო (17 ქ. 7 მ.), ნაითი (12 ქ.), მიდელტონი (11 ქ.), სენდერსი (11 ქ.), მაიო (6 ქ.), დადლი (5 ქ.), ბეულსი (4 ქ.)

“ჰიუსტონი”: ჰარდენი (34 ქ. 8 პ. 6 მ.), ტერი (18 ქ. 6 მ.), არიზა (14 ქ. 10 მ.), პაპანიკოლაუ (12 ქ.), ბლექი (8 ქ.), დორსი (4 ქ.), დანიელსი (3 ქ.), გარსია (2 ქ.), ჯონსონი (2 ქ.)

“ფილადელფია” – “დალას მავერიქსი” 103:110 (26:28, 25:30, 35:32, 17:20)

“ფილადელფია”: მაკდენიელსი (21 ქ. 13 მ.), შვედი (18 ქ.), კარტერ-უილიამსი (18 ქ. 10 მ. 16 პ.), სიმსი (13 ქ. 5 მ.), ნოელი (10 ქ.), ტომპსონი (10 ქ.), მბა ა მუტე (8 ქ. 5 მ.), კოვინგტონი (4 ქ.), დევისი (4 ქ.)

“დალასი”: ჩენდლერი (20 ქ. 13 მ.), ელისი (18 ქ.), პარსონსი (17 ქ. 6 მ. 6 პ.), ჰარისი (15 ქ.), ვილანუევა (11 ქ.), ჯეფერსონი (10 ქ.), ვრაიტი (6 ქ.), ამინუ (6 ქ.)

“ვაშინგტონ ვიზარდსი” – “ნიუ ორლეან პელიკანსი” 83:80 (23:18, 17:18, 25:21,18:23)

“ვაშინგტონი”: გორტატი (24 ქ. 13 მ.), ბილი (12 ქ.), ვოლი (11 ქ. 7 პ.), პირსი (10 ქ.), ჰამფრიზი (8 ქ. 11 მ.), ბატლერი (5 ქ.), მილერი (4 ქ.), პორტერი (3 ქ.), სერაფინი (2 ქ.)

“ნიუ ორლეანი”: დევისი (30 ქ. 13 მ.), ჰოლიდეი (17 ქ.), ანდერსონი (11 ქ.), ბაბიტი (4 ქ.), რივერსი (4 ქ.), ევანსი (4 ქ.), აშიკი (1 ქ. 9 მ.)

“ატლანტა ჰოუქსი” – “შარლოტ ჰორნეტსი” 105:75 (28:17, 36:11, 20:23, 21:24)

“ატლანტა”: მილსაპი (18 ქ. 6 მ.), სკოტი (14 ქ.), შროდერი (12 ქ.), კორვერი (12 ქ.), ჰორფორდი (11 ქ.), ქეროლი (10 ქ.), ბრანდი (9 ქ. 9 მ.), მაკი (9 ქ.), ტიგი (6 ქ.), მუსკალა (4 ქ.)

“შარლოტი”: ჰაირსტონი (15 ქ.), ჰენდერსონი (14 ქ. 4 პ.), ჯეფერსონი (11 ქ.), პარგო (10 ქ. 4 პ.), სტივენსონი (6 ქ.) ზელერი (4 ქ.), უოლკერი (4 ქ. 6 პ.)

“კლივლენდ კავალიერსი” – “ინდიანა პეისერსი” 109:97 (29:21, 23:28, 35:22, 22:26)

“კლივლენდი”: ლავი (28 ქ. 10 მ.), ირვინგი (24 ქ. 10 მ. 5 პ.), ჯეიმსი (19 ქ. 7 პ. 2 მ.), ტომპსონი (13 ქ. 11 მ.), მერიონი (9 ქ.), ვეიტერსი (5 ქ.), ჰარისი (5 ქ.), ამუნდსონი (2 ქ.)

“ინდიანა”: ვესტი (14 ქ. 6 მ.), ჰილი (13 ქ.), კოპლენიდ (11 ქ.), ალენი (10 ქ. 8 მ.), სკოლა (10 ქ. 5 მ.), უოტსონი (8 ქ. ), მაინმი (7 ქ. 10 მ.), მაილსი (6 ქ.)

“იუტა ჯაზი” – “ლოს ანჯელეს კლიპერსი” 96:112 (18:35, 32:27, 26:28, 20:22)

“იუტა”: ჰეივორდი (30 ქ. 5 მ.), ბუკერი (15 ქ. 9 მ.), ბარკსი (12 ქ.), კანტერი (6 ქ.), ეკსამი (5 ქ.), გობერტი (4 ქ.), ბარკი (3 ქ.), ჰუდი (2 ქ.)

“კლიპერსი”: გრიფინი (28 ქ. 6 მ.), კროუფორდი (22 ქ.), პოლი (17 ქ. 10 პ.), რედიკი (13 ქ.), ფარმარი (10 ქ.), ბარნსი (8 ქ.), ჯორდანი (8 ქ. 12 მ.), დევისი (4 ქ.), ჰეივსი (2 ქ.)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.063114