ჩოგბურთი

13:53 | 30.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ წყვილებში იმარჯვა, ჯერი ერთეულებზეა

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე ერთი ტიტული უკვე მოიპოვა, დღეს კი, მე-2 პრიზისთვის იბრძოლებს.

წყვილთა შეჯიბრის ფინალში მე-3 ნომრად განთესილმა გორგოძის და სოფო ქვაცაბაიას დუეტმა პირველი რეიტინგის მქონე უნგრულ-ბულგარულ ტანდემთან (იანი-სტამატოვა) დიდი ბრძოლა გადაიტანა და 7:6 (7:3), 7:6 (9:7) იმარჯვა.

ერთეულთა ნახევარფინალში პირველ ნომრად მიჩნეულმა გორგოძემ ჰოლანდიელი ჯანეკ ვიკერინკი 6:4, 6:1 დაამარცხა და ფინალში მე-2 რეიტინგის მქონე უნგრელ რეკა-ლუკა იანის გაეჯიბრება. ამ უკანასკნელმა რუმინელ დიანა ბუზეანს (მე-5) 6:4, 7:6 (7:3) სძლია.

0.117267