კალათბურთი

13:22 | 30.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევროლიგაში მარიანოვიჩი გამოარჩიეს

ევროლიგის მე-7 ტურის უძვირფასეს მოთამაშედ “ცვერნა ზვეზდას” ცენტრი ბობან მარიანოვიჩი (223 სმ) დაასახელეს, ამ ინფორმაციას ევროლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მეშვიდე ტურში “ცვერნა ზვეზდამ” ლიტვური “ნეპტუნასი” 79:62 დაამარცხა. ბობან მარიანოვიჩმა ორმაგი დუბლი შეასრულა 24 ქულა და 12 მოხსნა. სერბი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 36 უწია.

26 წლის მარიანოვიჩი “ცვერნა ზვეზდაში” 2013 წლიდან თამაშობს. 2013-2014 წლებში გიგანტი ცენტრის მონაგარი გახლდათ 15.2 ქულა და 7.7 მოხსნა.

0.116901