ფეხბურთი

4:09 | 30.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალს” ვერ აჩერებენ

ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის მეორე დღის მატჩები სტუმართა უპირატესობით წარიმართა და ოთხი შეხვედრიდან სამში დარჩნენ გამარჯვებულნი.

მადრიდის “რეალი” “ლა როსალედაზე” “მალაგას” ეწვია და ზედიზედ მე-10 გამარჯვება მოიპოვა ლა ლიგაში. შეხვედრა სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და კარლოს კამენის თავიდანვე ბევრი სამუშაო ჰქონდა, რომელმაც შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და ბევრს უჩვენა თუ რატომ არის ძირითადში ის და არა გილერმო ოჩოა. კამერუნელმა მეკარემ მატჩის დებიუტში ჯერ გარეტ ბეილს აუღო შორეული დარტყმული, ხოლო შემდეგ რონალდუს მიერ ახლოდან დარტყმული უკუაგდო. უნდა ითქვას, რომ შეტევაზე უარს არც მასპინძლები ამბობდნენ და სანტა კრუზს კარგი მომენტი შეექმნა, რომელიც კასილასმა მოიგერია. ანგარიში მე-18 წუთზე გაიხსნა, რონალდუმ შესანიშნავად ითამაშა და ბენზემას ახლო მანძილიდან გაატანინა. გაშვებული გოლის შემდგომ ანდალუსიელებმა კიდევ უფრო მოინდომეს და დარდერი კურიოზული გოლის გატანასთან ახლოს იყო, მისი შორეული გასროლილი კასილასმა ძალიან ცუდად მოიგერია და გაუმართლა გოლი რომ არ გავიდა. საოცრად არ გაუმართლა დუდას, რომელიც ულამაზეს ჯარიმას იტანდა შორი მანძილიდან, მაგრამ მისი დარტყმული ხარიხამ აისხლიტა.
მეორე ნახევარში პირველი სახიფათო მომენტი “რეალს” შეექმნა, ისკომ კამენის ვერ აჯობა და ყოფილ კლუბს ვერ გაუტანა. ისკოს მომენტს, “მალაგამ” შეცვლაზე შემოსული ანხელერის მომენტით უპასუხა, რომლის თავურიც მცირედით ასცდა მიზანს. შემდეგ ეპიზოდში კი, კამენიმ თავისი მთელი ოსტატობა გამოავლინა და რონალდუს საოცარი დარტყმული აუღო. საპირისპიროდ, სამუელის დარტყმულისას კიდევ ერთხელ შეცდა კასილასი და სანტა კრუზს სულ ცოტა დააკლდა დამატებაზე. 83-ე წუთზე კი, სტუმრებმა ჩვეული კონტრშეტევა განახორციელეს და კამენი უშანსოდ დატოვეს – 0:2. მიუხედავად ამისა, “მალაგა”არ გამტყდარა და უფრო შეუტია, რასაც ისკოს გაძევებამაც შეუწყო ხელი. ახალგაზრდა მოთამაშემ 86-ე წუთზე მეორე ყვითელი მიიღო და მოედანი “მალაგას” ქომაგთა მხურვალე აპლოდისმენტებით დატოვა – მთელი “ლა როსალედა” ყოფილ ფეხბურთელს ფეხზე წამოუდგა და ტაშით გააცილა. ისკოს მიერ აკიდებული ჯარიმა ანიორმა შესანიშნავად შეასრულა, მაგრამ კასილასმა საოცრად ითამაშა და დაშვებული შეცდომები გამოასწორა, ხოლო დამატებაზე ანხელერიმ ცარიელ კარს ააცილა. “მალაგამ” პრესტიჟის გოლი მაინც გაიტანა, არტურო ბოკას ჩამოწოდებულს როკე სანტა კრუზი თავური დარტყმით გამოეპასუხა და 92-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:2. “რეალი” 33 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო “მალაგა” 21 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.

საშინელი სტარტის შემდეგ მშვენიერ ფორმაში შევიდა “ბილბაო” და ზედიზედ მე-6 წაუგებელი შეხვედრა ჩაატარა. ბასკები “კოლიზეუმ ალფონსო პერესს” ეწვივნენ და შინ 3 ქულით დაბრუნდნენ უკან. სან ხოსესა და ბენიატის გოლებით სტუმრები ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, თუმცა 91-ე წუთზე ლაფიტამ ერთი ბურთი გაქვითა – 1:2. “ბილბაო” 18 ქულით მე-9 პოზიციამდე აღზევდა.

“კორნელია ელ პრატზე” გამართულ შეხვედრაში “ესპანიოლი” თავიდან “ლევანტესთან” მორალესის გოლით აგებდა, თუმცა ფელიპე კაისედომ და სერხიო გარსიამ თავიანთი გოლებით შეხვედრა შემოაბრუნეს და 2:1 იმარჯვეს.

დღის ბოლო შეხვედრა ვიგოში გაიმართა, სადაც “სელტამ” “ეიბარი” მიიღო და უდიდესი უპირატესობის მიუხედავად უქულოდ დარჩა. მასპინძლებმა კარისკენ 29-ჯერ, ხოლო კარში 9-ჯერ დაარტყეს, თუმცა სტუმრებს ძალიან გაუმართლათ და 3 ქულა მოიპოვეს. ერთადერთი გოლის ავტორი მანუ დელ მორალია, რომელმაც 30-ე წუთზე დაამწუხრა ალვარესი – 0:1

ხეტაფე – ბილბაო 1:2 (0:1)


მადრიდი, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ველაზკესი, ნალდო, აროიო, ესკუდერო, მიჩელი, ლასენი, სამირი (ლაფიტა 54), დ.კასტრო (ჰინესტროზა 59), სარაბია, ბაბა (ლეონი 71).
მწვრთნელი: კოსმინ კონტრა

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, სან ხოსე, ლაპორტე, დე მარკოსი, ბალენსიაგა, მ.რიკო (გურპეგი 73), იტურასპე, ბენიატი (მორანი 91), უ.ლოპესი (იბაი 66), მუნიაინი, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები:
0:1 სან ხოსე (36), 0:2 ბენიატი (90), 1:2 ლაფიტა (91).
გაფრთხილებები: მიჩელი, ბაბა, ნალდო, სარაბია, ველაზკესი, ესკუდერო, აროიო – მუნიაინი, ბალენსიაგა, სან ხოსე, მ.რიკო, ლაპორტე
მსაჯი: ალვარეს იზკუერდო

ესპანიოლი – ლევანტე 2:1 (2:1)


ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”

ესპანიოლი (4-4-2): კასილია, კოლოტო, ბაილი, ფუენტესი, არბილია, კანიასი, ვ.სანჩესი, სევილია (ალვარო 69), ლუკასი (ა.გონსალესი 87), კაისედო (სტუანი 80), ს.გარსია.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

ლევანტე (4-4-2): მარინიო, ვინტრა, დ.ნავარო, ი.ლოპესი, კარაბელასი (ტონიო 46), სისოკო (სიმაო 70), დიოპი, ივანშიცი (ელ ჟარი 73), მორალესი, ბარალი, კასადედუსი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი

გოლები: 0:1 მორალესი (12), 1:1 კაისედო (19), 2:1 ს.გარსია (34).
გაფრთხილებები: კანიასი, არბილია – ივანშიცი, დ.ნავარო, ბარალი
მსაჯი: დელ სერო გრანდე

მალაგა – რეალი 1:2 (0:1)

მალაგა, “ლა როსალედა”

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ს.სანჩესი (ანხელერი 67), ველიგტონი, როსალესი, ბოკა, რესიო (ანიორი 78), დარდერი, კასტილიეხო, სამუელი, დუდა (ჰორტა 65), სანტა კრუზი.
მწვრთნელი: ხავი გრასია

რეალი (4-3-3): კასილასი, რამოსი, პეპე, მარსელო, კარვახალი (ვარანე 85), კროოსი, ისკო, როდრიგესი, ბეილი (ერნანდესი 89), რონალდუ, ბენზემა (ილარამენდი 73).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 0:1 ბენზემა (18), 0:2 ბეილი (83), 1:2 სანტა კრუზი (92).
გაფრთხილებები: დარდერი, ველიგტონი – კროოსი, ისკო, მარსელო
გაძევება: ისკო 86.
მსაჯი: ვიკანდი გარიდო

სელტა – ეიბარი 0:1 (0:1)

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, კაბრალი, ფონტასი, ჯონი (პლანასი 84), მალიო (ჩარლესი 73), როდიხა (ა.ფერნანდესი 63), ა.ლოპესი, კრონ-დელი, ნოლიტო, ორელიანა, ლარივეი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა, ალბენტოსა, რ.ნავასი, კასტელიანო, ბოვედა, დ.გარსია, დ.ბოატენგი, ბერხონი (აბრაჰამი 44), დელ მორალი (ერასტი 81), კაპა (ანხელი 86), არუაბარენა.
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

გოლი: დელ მორალი 30.
გაფრთხილებები: ლარივეი, ა.ლოპესი, ა.ფერნანდესი, ფონტასი – ბერხონი, კაპა, კასტელიანო, აბრაჰამი, არუაბარენა
მსაჯი: პედრო პერეს მონტერო

ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 20. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 11. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 10. ქარიმ ბენზემა ("რეალი") - 8. კარლოს ბაკა (“სევილია”), ხოაკინ ლარივეი ("სელტა") – 7.

თეგებილა ლიგა
0.135887