ფეხბურთი

2:43 | 30.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

იბრას გამარჯვების გოლი

საფრანგეთის ლიგა 1-ში მე-15 ტურის ექვსი მატჩი გაიმართა. დღის პირველი შეხვედრა პარიზში ბლანის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. სხვაობა პირველ ადგილოსან “მარსელსა” და პსჟ-ს შორის ერთ ქულას შეადგენს.

“პარკ დე პრენსზე” პირველი ტაიმის საწყის წუთებში პასტორემ პასი მეტოქის საჯარიმოში ლუკას მოურას გაუკეთა, თუმცა პსჟ-ს შემტევი ჰაიტელმა ჟენევოსიმ და ფრანგმა ამავიმ ერთობლივად წააქციეს, არბიტრმა დანიშნა თერთმეტმეტრიანი.

პარიზელებმა მოახერხეს შანსის გამოყენება, 19 წლის მეკარე მოეს ჰასენი უძლური აღმოჩნდა. ასე რომ ტრავმის მოშუშების შემდეგ იბრაჰიმოვიჩმა პირველი გოლი გაიტანა.

კაენში გარანდეს გუნდი და “მონპელიე” ფრეზე გაიყარნენ. კურბისის გუნდი ჰილტონის გოლით იგებდა, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს დუჰამელმა გაათანაბრა.

37 წლის ჰილტონმა სეზონში მეორე გოლი გაიტანა, ხოლო დუჰამელის გოლი რიგით მეხუთე აღმოჩნდა.

რიპოლის “ლორიენმა” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ტულუზასთან. “მუნიციპალზე” “ვულვზის” ყოფილმა შემტევმა ტონგო დუმბიამ გახსნა ანგარიში. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა და რთული წარმოსადგენი იყო სტუმართა გამარჯვება.

მეორე ტაიმში “ლორიენმა” ახალგაზრდების, 20 წლის გერეიროსა და 22 წლის ჟენოს გოლებით მოახერხა წინ გასვლა. ხუთწუთიან მონკავეთში მესამე გოლი ჟორდან აეუმ თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა.ათ წუთში ხორვატმა ალექსანდრ პესიჩმა ანგარიში შეამცირა, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა.

საინტერესოა ალექსანდრ პესიჩის კარიერა. ლიგა 1-ში მოხვედრამდე წლების განმავლობაში მოლდოვურ “შერიფში” თამაშობა, გასული სეზონი სერბულ “იაგოდინაში” გაატარა, ხოლო ზაფხულში 22 წლის ასაკში საფრანგეთის ჩემპიონატის ფეხბურთელი გახდა.

“ლანსმა” შინ “მეცი” დაამარცხა. ელ ჟადოსა და ბურიგადის გოლებმა მასპინძლები გასავარდნ ზონას დააშორა, თუმცა მე-18 ადგილოსან “ბასტიას” მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებს.

გასვლით მატჩში დამარცხდა “მონაკო.” აბდენურის ავტოგოლს ტოივონენის გოლი მოჰყვა და როგორც თამაშის დარჩენილმა სურათმა აჩვენა “რენის” მოთამაშეებმა მთავარი საქმე – გოლების გატანა პირველ 20 წუთში მოახერხეს.

ძალიან უჭირს კიკაბიძის “ბასტიას.” ქართველი ფეხბურთელი კვლავ ვერ ხვდება გუნდის განაცხადში. რაც შეეხება კლუბის შედეგს, მათ სატურნირო ცხრილში მეათე ადგილი უკავიათ. დღეს კი “რეიმსთან” დამარცხდნენ, როცა მუკანჯომ მატჩის მიწურულს გამარჯვების გოლი გაიტანა.

პსჟ – ნიცა 1:0 (1:0)

პარიზი, “პარკ დე პრენსი.”

პსჟ: სირიგუ, დინე, ლუიზი, სილვა, ორიე, მოტა (მარკინიო 81 ), მატუიდი (რაბიო 63 ), პასტორე, კავანი, იბრაჰიმოვიჩი, ლუკას მოურა (ლავეცი 63 )

მთავარი მწვრთნელი: ბლანი

ნიცა: ჰასენი, პალუნი, ჟენევოსი, გომისი, ამავი, რაფეტრანიაინა (ედუარდო 71), ბუტეკი (ჰალტი 46), პუელი (ცვიტანიჩი 80), მენდი, ეისერიკი, პლეა

მთავარი მწვრთნელი: პუელი

გოლი: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (15)

მთავარი მსაჯი: სებასტიან დესაჟე

გაფრთხილება: პლეა (45+1), მოტა (77), პალუნი (80)

კაენი – მონპელიე 1:1 (1:1)

კაენი, “სტად მიშელ დ’ორნანო.”

კაენი: ვერკუტრი, უმორუ, და სილვა, პიერე, კალვე, რასპენტინო (ლემარი 70), ფერეტი, კანტე, ნანგისი, დუჰამელი, კოიტა (ადეოტი 84)

მთავარი მწვრთნელი: გარანდე

მონპელიე: პიონიე, დეპლანე, ჰილტონი, ელ კუტარი, კონგრე (რიბელინი 79), სანსონი, მარტინი, მარვუა (ლასნე 66), მუნიე, კამარა, ბერიგუდი (ბაკარი 67)

მთავარი მწვრთნელი: კურბისი

გოლები: 0:1 ჰილტონი (17), 1:1 დუჰამელი (40)

მთავარი მსაჯი: ვილფრიდ ბიენი

გაფრთხილება: ფერეტი (62), ადეოტი (86)

ლანსი – მეცი 2:0 (0:0)

ამიენი, “სტად დე ლა ლიკორნე”

ლანსი: რიუ, ბაალი, კანტარი, გბამინი, კავარე, ბურიგუდი, ლემოინე, ვალდივია (ტუზგარი 85), ჩავარია (გილუმი 46 ), კულიბალი, ელ ჟადო

მთავარი მწვრთნელი: კომბუარე

მეცი: კარასო, მეტანირე, მარჩალი, მილანი, ბუსმანი, კაში, ნ’დაუ, ლეჟუნე (სარი 72), კრივეტსი (ნ’გბაკოტო 72 ), მალუდა, მაიგა (ფალკონი 61 )

მთავარი მწვრთნელი: კარტიე

გოლი: 1:0 ელ ჟადო (65), 2:0 ბურიგადი (79)

მთავარი მსაჯი: ფილლიპ კალტი

გაფრთხილება: კაში (39), კანტარი (40), მალუდა (43), მაიგა (59)

რეიმსი – ბასტია 2:1 (1:1)

“რეიმსი,” “სტად ოგუსტ დელუნე მეორე.”

რეიმსი: პლასიდე, სინორინო, ტაკალფრედი, კონტე, მანდი, დიეგო (მუკანჯო 56 ), ბურილონი, დევუქსი, ფორტესი, შარბონიე (ონიანგუ 87 ), ნ’გოგი (კურტე 79)

მთავარი მწვრთნელი: ვასური

ბასტია: არეოლა, დიაკიტე, პეიბერნსი, რომარიკი (სისე 88 ),პალმიერი, მოდესტო, კაჰუზაკი, ბუდებუზი, ჟილე, კამანო, ონგენდა (მარანჟე 78 )

მთავარი მწვრთნელი: პრინტანტი

გოლები: 1:0 ნ’გოგი (10), 1:1 მოდესტო (41), 2:1 მუკანჯო (85)

მთავარი მსაჯი: მაიკლ ლესაჟე

გაფრთხილება: პეიბერნსი (72)

რენი – მონაკო 2:0 (2:0)

რენი, “სტად დე ლა რუტ დე ლორიენი.”

რენი: კოსტილი, მ’ბენგუ, არმანდი, მექსერი, დანზე, პაიო (კონრადსენი 77), ფერნანდესი, დუკურე, ნ’ტეპი (მორეირა 78), ტოივონენი, პედრო ენრიკე (ბრულსი 57)

მთავარი მწვრთნელი: მონტანიე

მონაკო: სუბასიჩი, ფაბინიო, რაჯი, აბდენური, ეჩიეჟილე, მოუტინიო, ტულალანი, კონდოგბია, სილვა (ფერეირა 67 ), ბერბატოვი (ჟერმაინი 81 ), ოკამპოსი ( მარტიალი 57 )

მთავარი მწვრთნელი: ჟარდიმი

გოლები: 1:0 აბდენური (ავტოგოლი 11), 2:0 ტოივონენი (19)

მთავარი მსაჯი: ბენოი ბასტიენი

გაფრთხილება: რაჯი (51), დუკურე (61), ფაბინიო (72)

ტულუზა – ლორიენი 2:3 (1:0)

ტულუზა, “მუნიციპალი”

ტულუზა: აჰამადა, მუბანჟე, ვესკოვაჩი (ნინკოვი 77), გრიგორე, აკპა აკპრო (ბრეითვაითი 72), დუმბია, დიდო (რეგატინი 60), ტისერანდი, აგილარი, პესიჩი, ბენ იედერი

მთავარი მწვრთნელი: კასანოვა

ლორიენი: ლეკომტე, ჰასამა, კონე, ლაუტოა, ლე გოფი, ბართელმე (რობერტი 75), მესლუბი, მოსტეფა, გერეირო, აეუ, ჟენო (დიალო 78)

მთავარი მწვრთნელი: რიპოლი

გოლები: 1:0 დუმბია (23), 1:1 გერეირო (55), 1:2 ჟენო (56), 1:3 აეუ (60), 2:3 პესიჩი (70)

მთავარი მსაჯი: ალექსანდრ კასტრო

გაფრთხილება: პესიჩი (44)

0.157755