ფეხბურთი

19:22 | 29.11.2014 | ნანახია 0 - ჯერ

არსენ ვენგერი: “იანვარში მინიმუმ ერთ ფეხბურთელს დავიმატებთ”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მინიმუმ ერთი ფეხბურთელის დამატება უნდა.

“იანვარში ერთ ფეხბურთელს მაინც დავიმატებთ. ადვილი არ იქნება უმაღლესი კლასის მოთამაშის შეძენა ასეთ მოკლე პერიოდში, თუმცა ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ” - განაცხადა ვენგერმა.

ინგლისური მედიის ვარაუდით, მას შემდეგ, რაც ჯეკ უილშირი და მიკელ არტეტა დაშავდნენ, ვენგერს უპირველესად ცენტრალური ნახევარმცველის დამატება სურს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:14 | 14.03.2020
bavaria-munchen5 (1844)

დორტმუნდს კარგი სასტავი ყავდა ასევე მძორი ვიერი და დეშამი ვის რა ყ..ზე ეკიდა მიუნხენში

0.066004