ფეხბურთი

18:34 | 29.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგეს გვარდიოლას მიუნხენში დატოვება დიდი ხნით სურს

მიუნხენის “ბაიერნის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კარლ ჰაინც რუმენიგემ გერმანულ მედიასთან გუნდის მთავარი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა.

რუმენიგეს თქმით, იგი სიამოვნებით იხილავდა კატალონიელ სპეციალისტს მიუნხენური გიგანტის მთავარ მწვრთნელად კიდევ დიდი ხნის განმავლობაში.

“ჩვენთვის იგი ნამდვილი საჩუქარია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ პეპი ჩვენთან დიდი ხნით დარჩეს” - განაცხადა რუმენიგემ.

გვარდიოლა “ბაიერნს” 2013 წლის ზაფხულში ჩაუდგა სათავეში და გასულ წელს ბუნდესლიგაც მოაგებინა. მის კონტრაქტს ვადა 2016 წლის ზაფხულში გასდის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110844