კვირას, 30 ნოემბერს იტალიის სერია A-ს მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩს რომის “სტადიო ოლიმპიკო” უმასპინძლებს, სადაც “რომა” მილანის "ინტერს” დაუხვდება.
ამ ორ გუნდს შორის ისტორიას ძალზე გამორჩეული დაპირისპირებები ახსოვს. ერთ-ერთი მათგანი 2004-2005 წლების სეზონში შედგა. მაშინდელი მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. ეს შეხვედრა გარდა გატანილი 6 გოლისა (რომელთა შორის ლამაზი გოლებიც იყო), საგოლე მომენტებითაც მრავლად იყო დახუნძლული.
ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისთვის სასიამოვნო იქნება ამ ლამაზი და დაძაბული შეხვედრის ფრაგმენტების გახსენება.