ქართულ ჭიდაობაში არსებულ დაპირისპირებას ჭიდაობის გაერთიანებული მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ნენად ლალოვიჩმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ისთვის გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ მსოფლიო ფედერაცია საქართველოს შიდა საქმეებში არ ერევა, თუმცა გარკვეულ ინფორმაციას ფლობს და ითანამშრომლებს კანონიერად არჩეულ ყველა პრეზიდენტთან.
“რიგგარეშე არჩევნების შესახებ არაფერი მსმენია, თუმცა ეს საქართველოს ჭიდაობის სამყაროს წარმომადგენლების გადასაწყვეტია. ლუკა კურტანიძე დემოკრატიულადაა არჩეული და რა გასაკვირია, რომ მსოფლიო ფედერაცია მის ლეგიტიმაციას ცნობს. ასე გაგრძელდება მომავალშიც, თუკი რიგგარეშე არჩევნების შედეგად ყრილობა ახალ ლეგიტიმურ პრეზიდენტს აირჩევს” – განაცხადა ნენად ლალოვიჩმა.