ფეხბურთი

15:20 | 29.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კასემირო "რეალში" შესაძლოა ვადაზე ადრე დაბრუნდეს

ესპანური "მარკას" ინფორმაციით, მადრიდის "რეალიდან" "პორტუში" განათხორებული ბრაზილიელი კასემიროს იჯარის ვადა შეიძლება ვადაზე ადრე შეწყდეს.

ბრაზილიელი ფეხბურთელი პორტუგალიურ გრანდში ერთი წლითაა განათხოვრებული. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა "პორტუს" შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა და თითო-თითო გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

პორტუგალიაში თამაშის დროს კასემირო ბრაზილიის ნაკრებშიც გამოიძახეს. ამ ფაქტის გამო "მარკა" მიიჩნევს, რომ "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ბრაზილიელი შესაძლოა 2015 წლის იანვარში დააბრუნოს.

0.113405