ფეხბურთი

12:24 | 29.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ასამოას ორი თვე მოისაკლისებს

განის ეროვნული ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველ კვადვო ასამოას მუხლის ოპერაცია სჭირდება. 25 წლის ფეხბურთელმა 1 ნოემბერს "ემპოლის" წინააღმდეგ იტალიის ჩემპიონატის მეათე ტურის მატჩში დაზიანება მიიღო და სამ დღეში ჩემპიონთა ლიგაზე "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ ტრავმირებულმა ითამაშა.

თავიდან მოსალოდნელი გახლდათ, რომ განელი ფეხბურთელი ორი კვირა იუქმებდა. "ბიანკონერის" ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით კი, ასამოა მუხლზე ოპერაციას გაიკეთებს და ფეხბურთელის სარეაბილიტაციო პერიოდი 6-დან 8 კვირამდე გასტანს.

მიმდინარე სეზონში 25 წლის ნახევარმცველმა ტურინის "იუვენტუსის" მაისურით 9 მატჩი ჩაატარა და პირად აქტივს მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა შემატა.

0.114146