მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი იმედოვნებს, რომ ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელ რობინ ვან პერსის საკუთარ გუნდში იხილავს.
იტალიელ სპეციალისტს ვან პერსის შეძენა ჯერ კიდევ 2012 წელს სურდა. მაშინ მანჩინი “მანჩესტერ სიტიში” მუშაობდა, ხოლო ჰოლანდიელი ლონდონის “არსენალში” თამაშობდა. “ქალაქელებს” სატრანსფერო ბრძოლაში მაშინ თანაქალაქელმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” აჯობა.
ვარაუდობენ, რომ ვან პერსი “ინტერში” მომავალ ზაფხულში გადავა, როდესაც მისი მოქმედი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე 1 წელიწადი იქნება დარჩენილი. The Telegraph-ის ინფორმაციით, მანჩესტერელები თავდამსხმელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ფიქრობენ, მაგრამ გარკვეული ეჭვები აქვთ, დიდი ხნით შეძლებს თუ ვერა რობინი მაღალი დონის შენარჩუნებას.
“ინტერისა” და მანჩისათვის ხელისშემშლელი შესაძლოა 2,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი აღმოჩნდეს - ესაა ბონუსი, რომელსაც 31 წლის ჰოლანდიელი იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ “იუნაიტედში” კონტრაქტის ბოლომდე დარჩება. ვან პერსის ყოველკვირეული ანაზღაურება კვირაში 250 ათასი გირვანქა სტერლინგია და პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში 3 გოლი გაიტანა.