ფეხბურთი

6:53 | 29.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები “სერკლთან” შეხვედრისთვის ემზადებიან

ბელგიური “გენკის” ქართველი ფეხბურთელები, თორნიკე ოქრიაშვილი და ლუკა ზარანდია “სერკლ ბრიუგესთან” გასამართი შეხვედრისთვის ემზადებიან.

შოტლანდიელმა სპეციალისტმა, ალექს მაკლიშმა სადღეისო მატჩისთვის, “გენკის” 21 კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც ორივე ქართველი მოთამაშის გვარი ფიგურირებს. მათ გუშინ გამართულ ვარჯიშზე ჩვეულებრივ მიიღეს მონაწილეობა. თორნიკე დიდხნიანი პაუზის შემდეგ, წინა ტურში “მეხელენთან” მოგებულ (3:0) შეხვედრაში დაუბრუნდა თავის გუნდს და მოედანზე 60 წუთი დაჰყო, ხოლო ლუკა სათადარიგოთა შორის იყო და ჯერაც დებიუტის მოლოდინშია.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ჩემპიონატის მე-17 ტურის შეხვედრაში “გენკი” სტუმრად “სერკლ ბრიუგეს” ეთამაშება. შეხვედრა დღეს ჩვენი დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.139893