ფეხბურთი

2:29 | 29.11.2014 | ნანახია 1237 - ჯერ

"მარსელის" მორიგი გამარჯვება

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგი ტური ტრადიციულად პარასკევ დღეს დაიწყო. ამჟამად “ველოდრომზე” ბიელსას გუნდმა დერ ზაქარიანის “ნანტი” მიიღო და მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ტოვინის კარგმა თამაშმა დიდად განაპირობა მასპინძლების გამარჯვება. გოლები პირველ ტაიმში გავიდა, 24- წუთზე პაიეს პასს ტოვინის გოლი მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ პაიემ მე-6 საგოლე პასი შეასრულა, რაც ლიგა 1-ში საუკეთესო მაჩვენებელია.

რაც შეეხება 21 წლის ტოვინს, “ბასტიას” ყოფილმა ფეხბურთელმა მეოთხე გოლი გაიტანა, რაც არც თუ ისე ცუდი მაჩვენებლია ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, მით უმეტეს ფლორიანი მხოლოდ საგოლე პასებით არ შემოიფარგლება.

მე-40 წუთზე კი ტოვინმა შეასრულა საგოლე პასი და ფანის დარტყმა შედეგიანი გამოვიდა.

“მარსელმა” მოგებით სატურნირო ცხრილის სათავეში ადგილი განიმტკიცა. ხვალ პსჟ-ს “ნიცასთან” მოგება აძლევს ხელს, რათა პირველ ადგილოსანს მიუახლოვდეს, ხოლო დერ ზაქარიანის “ნანტი” წაგების მიუხედავად მეოთხე ადგილზეა.

მარსელი 2:0 ნანტი

მარსელი, “ველოდრომი”

მარსელი: მანდანდა, მენდი, ნ’კულუ, ფანი, ჯა ჯეჯე, იმბულა, ლემინა (რომაო 80), ტოვინი, პაიე, ბარადა (ალესანდრინი 63, ალოე 90+1 ), ჟინიაკი

მთავარი მწვრთნელი: ბიელსა

ნანტი: რიუ, სისოკო, ვისკარონდო, ჯილობოჯი, ვეინუ, ჰანსენი, გომისი (დუქსი 75 ), ვერეტუ, გაკპე (აუდელი 74), ნ’კუდუ (ბესატი 81), ბამუ

მთავარი მწვრთნელი: დერ ზაქარიანი

გოლები: 1:0 ტოვინი (24), 2:0 ფანი (40)

მთავარი მსაჯი: რადი ბუკე

გაფრთხილება: ტოვინი (31), ჯილობოჯი (39), გომისი (45)


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:12 | 29.11.2014
vaxo22 (759)

ნკულუც მომწონს მაგრად მაგარი მცველია იმედია ტოჰირი წამოიყვანს ინტერში

21:11 | 29.11.2014
vaxo22 (759)

მანდანდა მომწონს მაგრად ძაან მაგარი მეკარეა რატომ არ მიყავთ გრანდებს

02:47 | 29.11.2014
chevrolet (14)

და ვინ ასწრებდა რო დაიბრუნა? წინა ტურის მერეც პირველზე არ იყო?

02:46 | 29.11.2014
Ginobili.20 (932)

ბიელსა შე ძაან მაგარო! მარა ვალბუენა მაინც არ უნდა გაგეშვა

0.138906