ევროპა ლიგის მე-5 ტურის ერთი შეხვედრა დღეს დასრულდა, რადგან ეშტორილში გუშინ დიდი წვიმა მოვიდა და შესვენების შემდეგ გუნდები მოედანზე აღარ გამოსულან.
გუშინ მასპინძლები 3:2-ზე გავიდნენ გასახდელში და დიდი შანსია, რომ გამარჯვებამდეც მიეყვანათ საქმე, რადგან პირველ ტაიმში აშკარად აღემატებოდნენ მეტოქეს, თუმცა სტუმრებს გაუმართლათ და მატჩი შემწყდა, ხოლო გარდატეხის შესატანად ფილიპ კოკუს თითქმის მთლიანი დღე ჰქონდა.
ამხელა დრო სტუმრებმა ძალიან კარგად გამოიყენეს და შეხვედრას მომზადებულნი შეხვდნენ. დღეს უკვე სტუმრები აღემატებოდნენ მეტოქეს და არაერთი კარგი მომენტი ჰქონდათ. ჰოლანდიელებმა მიზანს 82-ე წუთზე მიაღწიეს – მასპინძელთა ფეხბურთელს ბურთი საშინლად აეჭრა და ჟორჟინიო ვეინალდუმი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომელმაც კიპერი მოატყუა და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი – 3:3.
ამ ქულით პსვ-მ 8 ქულა დააგროვა და ჯგუფიდან გავიდა. ჯგუფის მეორე მატჩში კი, ლიდერმა მოსკოვის “დინამომ” 2:1 დაამარცხა “პანათინაიკოსი”.
ეშტორილი – პსვ 3:3 (3:2)
ეშტორილი, “ესტადიო ანტონიო კოიმბრა და მოტა”
ეშტორილი (4-1-4-1): კიშჩეკი, რუბენი (არტურო 86), ტავარესი, ლ.ანდერსონი, ესიტი, ამადო, ტოზე, კუკა, სება, კლებერი.
მწვრთნელი: ჟოზე კუსეირო
პსვ (4-1-2-3): ძოეტი, რეკიკი, ბრუმა, არიასი, ვილემსი, მაჰერი (ჰენდრიქსი 78), გუარდადო, ვეინალდუმი, ლუკ დე იონგი (ისიმატ-მირინი 88), ნარსინგი (ლოკადია 83), დეპაი.
მწვრთნელი: ფილიპ კოკუ
გოლები: 0:1 დეპაი (6), 1:1 ტოზე (12), 1:2 ნარსინგი (14), 2:2 კუკა (30), 3:2 ამადო (39), 3:3 ვეინალდუმი (82).
გაფრთხილებები: რუბენი – ვილემსი, გუარდადო
მსაჯი: მარტინ სტრომბერგსონი
1. | დინამო | 5 | 5 | 0 | 0 | 8:3 | 15 | |
2. | პსვ | 5 | 2 | 2 | 1 | 8:7 | 8 | |
3. | ეშტორილი | 5 | 1 | 1 | 3 | 6:7 | 4 | |
4. | პანათინაიკოსი | 5 | 0 | 1 | 4 | 5:10 | 1 |